რა უნდა გააკეთოთ, როცა ქალზე ძალადობენ – დისკუსია FB-ში დღეს გაიმართება

რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ძალადობის შემთხვევებზე – ამ თემაზე დღეს, 16 აპრილს, ფეისბუქში ლაივშეხვედრა გაიმართება. დისკუსია საღამოს 7 საათზე დაიწყება. Facebook Live დისკუსიის დროს კითხვებს უპასუხებენ უფლებადამცველი თამარ გურჩიანი,  ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე  – გოგა ხატიაშვილი და თამარ დეკანოსიძე – ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“. შეხვედრის მოდერატორი იქნება ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი …

ასაკის გამო დაზღვევაზე უარი – სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ამ კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა. კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის დოკუმენტითაა დადგენილი ზღვრული ასაკი, რაც „დაზღვევის მომსახურებაზე ერთმნიშვნელოვანი უარის თქმის საფუძველია“. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მსგავსი დამოკიდებულება ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. „ამასთან, სადაზღვევო …

თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას

28 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ისაუბრებს თემაზე , სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანების უფლება საქართველოში. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს …

ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს. ლექციას კითხულობდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გურჩიანი და ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიდ არიმონდი. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პრობლემებიც განიხილეს, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას – პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემები 18-წლამდე დაფეხმძიმების გამო; აღინიშნა განათლების პრობლემა – ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გოგონები, რომლებიც ნაადრევად …

ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში – საჯარო ლექცია ბათუმში

30 ივლისს, 19 საათზე ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში”. საჯარო ლექციას ერთობლივად გამართავენ ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) პროფესორი – ბრიჯიტ არიმონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი. ლექციაზე განხილული იქნება ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან, როგორც გოგონათა უფლებების დარღვევის ფორმასთან, დაკავშირებით. …

Exit mobile version