რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის …

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

რატომ დაანგრიეს სამჯერ გარემონტებული შენობა ზუნდაგაში

შენობა, რომლის რეაბილიტაციასა თუ კოსმეტიკურ რემონტზე 2009 წლიდან დღემდე 46 ათას 385 ლარი და 90 თეთრია დახარჯული,  ახლა მისგან მხოლოდ თითქმის ფასადია დარჩენილი, სხვენი და სახურავი გადახადეს, იატაკი ამოყარეს, კედლების ნაწილი ჩამოშალეს. ყოფილი საბჭოს შენობას რეაბილიტაცია უტარდება. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღი, ყოფილი „საბჭოს“ შენობის პირველ სართულზე 2009 წელს გაიხსნა. ბაღის გასახსნელად შენობის რეაბილიტაცია …

700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის

ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს  400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 …

Exit mobile version