სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ მისამართზე სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი დღეიდან უკვე გახსნილია. …

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. არდადეგების დაწყებამდე სკოლებმა მოსწავლეები უნდა შეაფასონ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ. დღეს მოსწავლეთა შეფასებისას ძირითადად ორი ტიპის – განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ. განმავითარებელი შეფასების დროს მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს …

სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 15 იანვრამდე გრძელდება. თუმცა სკოლები არც მომდევნო 16, 17 იანვარს იმუშავებს [შაბათ-კვირას]. შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს 18 იანვრამდე. ჯერ უცნობია, სად, როგორ და რა ფორმით განახლდება სწავლა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აჭარის რეგიონში მთლიანად და საქართველოს დიდ …

Exit mobile version