ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „სოლიდარობა პანკისს“, „ბიზნესმენების მთავრობა“, „სისტემა მოძალადეა“. პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი …
Continue reading “„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]”