2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

ბათუმში, პორტთან მშენებარე ესტაკადაზე, 2018 წლის ივლისიდან, ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, გაიხსნება ბაქოს ქუჩა ქალაქიდან გამსვლელი ავტომობილებისთვის, რომლებიც დღეს, დროებითი სქემით, ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ესტაკადაზე იქნება ველობილიკებიც. „ამჯერად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. 1-ელ ან 2 ივლისს, ვგეგმავთ ესტაკადის გახსნას და ავტოტრანსპორტი, უკვე ხიდზე, ორმხრივად იმოძრავებს“ – გვითხრეს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსში“, რომელიც ესტაკადას აშენებს. პროექტის …

ბარცხანის ხიდთან რამდენიმე საათით გზა ხვალ დილითაც გადაიკეტება

ბათუმში შემომსვლელი ავტომანქანებისთვის ბარცხანის ხიდთან მაგისტრალი დღეს, 12 მაისს, დილით, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარცხანის ხიდი [ნონეშვილის ქუჩა]-გოგოლის ქუჩა, აქედან კი მაიაკოვსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმართულებით გადაერთო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გადაკეტვა ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას უკავშირდებოდა. ესტაკადის მშენებელი კომპანიის მენეჯერის, ნიკა გაბადაძის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა იგეგმება ასევე ხვალ, 13 მაისს, დაახლოებით დილის …

პორტთან გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა ივლისში გაიხსნას – ტრანსპორტი ესტაკადაზე იმოძრავებს

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პარალელურად, გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც სექტემბერში დასრულდება. „ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ უკვე ივლისის დასაწყისში ესტაკადით იმოძრაოს როგორც ბათუმში შემომსვლელმა, ასევე ქალაქის ცენტრიდან გამსვლელმა ავტოტრანსპორტმა. ერთადერთ ხელშემშლელ პირობად, შესაძლოა უამინდობა განვიხილოთ, სხვა შემთხვევაში ესტაკადაზე აღნიშნული დროისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება. მთლიანი …

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა. კერძოდ, გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 17 თებერვლიდან აკრძალულია. ამ ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:  1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; ან: 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი. ავტომანქანები ამ მარშრუტებით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, …

ბათუმში 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით,  17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ნებისმიერი ჩამოთვლილი მარშრუტით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას …

Exit mobile version