დოღი ბახმაროში [ფოტო]

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, ყოველწლიურად იმართება დოღი. დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი, ტრადიციულად, რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. თამაშდება „ბახმაროს თასი“. ნახეთ დოღი 2022-ის ფოტოები დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. — ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ …

“ბახმაროს თასი 2019”-ის გამარჯვებული მხედარი საბა ეხვაია გახდა

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  თაოსნობით „ბახმაროს თასი 2019“ – ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები იღებდნენ. ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. წელს 4 გარბენის ფარგლებში წყაროს წყალი ბახმაროს მიერ დაწესებული 15 000 ლარის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად გაიმართა შეჯიბრი. ბახმაროში დოღის …

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანება 2018 წლის 22 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ვიკიპედიიდან: [highlight color=”green”]ისინდი [ძვ. ჯირითი][/highlight] – ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა …

დოღი ბახმაროში [ფოტოამბავი]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი. ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს. …

ბეშუმში დოღზე ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 6 აგვისტოს ბეშმობაზე ორი ადამიანი დაშავდა. როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ  უთხრა, ორივე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, რომლებიც დოღზე ცხენებით ასპარეზობისას მიიღეს. „ორივე მათგანი პრემიერის ვერტმფრენით გადაიყვანეს ბათუმში“, – თქვა ხულოს გამგებელმა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Exit mobile version