სახალვაშოში საპიკნიკე და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები მოეწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის სამშენებლო სამუშაოებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 198 165 ლარია. მშენებლობა 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე არ უნდა აწარმოოს 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, ვინაიდან „ამ პერიოდისთვის მოცემულ …

ნახევარი მილიონი ლარი დანდალოსა და ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 531 ათას 400 ლარია. საპიკნიკე ადგილები დანდალოს თაღოვან ხიდთან [საპარკინგე ზონის გარეშე] და ზამლეთში, ნენიის ხიდთან მოეწყობა. საპიკნიკე ადგილების მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში კი წინადადებების მიღება 2018 წლის 24 …

სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში, საავტომობილო გზის გასწვრივ, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიგეგმება. დოკუმენტაციის შეძენაზე სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა თანხით – 7 600 ლარი. ტენდერის ძირითადი მოთხოვნაა:  [checklist] სარეკრეაციო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფანჩატურებით, კარვების განთავსების ადგილებით, შესაძლებლობის შემთხვევაში მდინარის ნაპირთან წვდომისათვის მისასვლელი [ჩასასვლელი] გზით ან …

სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის. აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში: [checklist] სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს; ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი …

Exit mobile version