აგურის ქარხანას მოსახლეობამ გზა გადაუკეტა – მიზეზი მტვერია

ბათუმის სამრეწველო ზონაში აქციაა. მოსახლეობას ამ დროისთვის [22:45] აგურის საწარმოს შესასვლელი აქვს გადაკეტილი. აქციის მონაწილეები სატვირთო ავტომანქანას ქარხნის დატოვების უფლებას აღარ აძლევენ და ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელის მისვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აგურის საწარმოდან პერიოდულად ძლიერი კვამლი ამოდის და ასევე მტვრის ბუღი აწუხებთ. “ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა. მესაკუთრე ამბობს, რომ ფილტრი დააყენა, მაგრამ ფაქტია, რომ კვამლი ისევ …

„ცხოვრება საწარმოო ზონაში“ – ბიზნესმენის პასუხი ხალხს, რომელსაც კვამლი აწუხებს

„მოსახლეობა ცხოვრობს საწარმოო ზონაში. მოსახლეობა და საწარმო ერთ ზონაში არ უნდა იყოს. ეს ადგილი საუკუნეა საწარმოო ზონადაა გამოცხადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია MIG-ის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიძე. ეს კომპანია ბათუმში, შანიძის პირველ ჩიხში, აგურებს აწარმოებს. საწარმოს მიმდებარედ 180 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საწარმოს ძლიერი დაკვამლიანება წლებია აწუხებთ. „თავდაპირველად საწარმოს არ ჰქონდა ფილტრი, შემდეგ დავაყენეთ …

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

Exit mobile version