„ვეძებ ბიძას, რომელიც საზღვრის კამერების მიხედვით, საქართველოში შემოვიდა“- აზერბაიჯანის მოქალაქე

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ. „ბათუმელებს“ დღეს, 6 სექტემბერს, დაკარგული კაცის დისშვილი, აზერბაიჯანის მოქალაქე, გიუნაი ელიზადე დაუკავშირდა და სთხოვა დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში. დაკარგული კაცი ჰაფიზ სულეიმანოვიც [Hafiz Süleymanov] აზერბაიჯანის მოქალაქეა და მისი ნათესავის თქმით, მასთან დაკავშირება 28 აგვისტოს შემდეგ ვერ ხერხდება. „დაკარგული კაცი ჩემი ბიძაა. საზღვრის კამერების ჩანაწერები გადავამოწმეთ და ვიცით, რომ ის თურქეთიდან საქართველოში გადავიდა. …

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ. დაკარგული, სავარაუდოდ, ტურისტია რუსეთიდან. როგორც ფეისბუქში წერენ, ქალის ავტომობილი ბოლოს ჭალაადის მყინვართან ნახეს. „მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი …

წალკაში 60 წლის კაცს მეშვიდე დღეა ეძებენ

წალკაში, სოფელ თრიალეთში მეშვიდე დღეა 64 წლის ოთარ მგელაძეს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, ის სახლიდან გასვლის შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაკარგულ კაცს ტანზე ნაცრისფერი ქურთუკი აცვია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოთარ მგელაძე დაფიქსირებულია ვიდეოკამერაში სოფლიდან გასვლის დროს, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. დაკარგულ კაცს თან არ აქვს მობილური ტელეფონი. შსს-ს ინფორმაციით, დაკარგული კაცის მოსაძებნად „ინტენსიური, სამძებრო-სამუშაოები მიმდინარეობს“.

21-ე დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

დღეს, 6 თებერვალს, 21-ე დღეა, რაც ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ამ დროის განმავლობაში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ძებნა არ შეწყვეტილა, თუმცა დაკარგული მოზარდის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ზღვაში სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, როცა …

ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მოზარდი მეცხრეკლასელია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს …

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ კაცს, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებულის მეუღლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ქმართან დაკონტაქტებას 23 იანვრის ნაშუადღევის შემდეგ ვეღარ ახერხებს. „23 იანვრის შემდეგ გაუჩინარებულია. ბოლოს 14:00 საათზე ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და შემდეგ, 16:00 საათზე ჩვენს ნათესავთან. ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი გამორთულია“, – ამბობს ქალი. მისი თქმით, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბათუმში სამუშაოდ იმყოფებოდა. „ზუსტად …

ქობულეთში 14 წლის ბიჭი გაუჩინარდა

გუშინ, პირველ ივნისს, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა. „14-ისაა ბავშვი ეზოში ჩავიდა დღის 2 საათზე და აღარ ჩანს. ტელ.გამორთულიაა“, – წერს სოციალურ ქსელში მოზარდის ნაცნობი.  იგივე წყაროს თქმით, მოზარდს თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც გამორთულია. არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, …

თამაზ ბაკურიძე: ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

მეექვსე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება. კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს. ის გამოძიებას პლაჟის მიმდებარედ არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას თხოვს, თუმცა გამოძიებას ჩანაწერები …

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ. დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე …

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ

ბათუმში 19 წლის დათი მღებრიშვილს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება სამინისტროში გუშინწინ შევიდა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერ დაკარგულის კვალს სამართალდამცავებმა ვერ მიაგნეს. დაკარგული ფეისბუქზე დარეგისტრირებულია როგორც Uchiha Dati, მისი ანგარიშიდან ბოლო აქტივობა, 25 ივლისის გამთენიისას 04:15 საათზე განხორციელდა – ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ე.წ. სელფი გამოაქვეყნა. მეგობრები, სხვადასხვა ფეისბუქგვერდებზე ავრცელებენ დაკარგულის …

Exit mobile version