სამართალდამცველებმა დღეს, 20 ნოემბერს, იმ ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც სამი დღე იძებნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 18 ნოემბერს ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ავარიის შემდეგ ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და მიიმალა. 1989 წელს დაბადებული გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. …
Tag Archives: დაკავება
შსს: 55 წლის კაცი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დაკავებულია 55 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით პირის დაკავების შესახებ შსს სამინისტრომ „ბათუმელებს“ 14:51 წუთზე შეატყობინა. ანალოგიური ინფორმაცია უწყებამ დღეს დილით 11:10 საათზეც დაადასტურა, 14:00 საათისთვის კი ეს ინფორმაცია უარყო. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს 13 წლის გოგონამ, მისმა მშობელმა და თვითმხილველმა. …
Continue reading “შსს: 55 წლის კაცი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე”
შსს უარყოფს მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცის დაკავებას
„ბათუმელებმა“ დღეს, 11:00 საათზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლამდე კაცი დააკავეს“. სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. ახლახანს, 14:00 საათზე შს სამინისტროდან კვლავ გვაცნობეს, რომ ამ ბრალდებით ბათუმში კაცი არ დაუკავებიათ და „სავარაუდო დამნაშავე ამ წუთებისთვის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე“. შს სამინისტროს დღეს განაცხადეს, რომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით …
ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელს 500 ლარის უკანონოდ მიღებას ედავებიან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი“. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის …
Continue reading “ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელს 500 ლარის უკანონოდ მიღებას ედავებიან”
საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ტბაში კუნძულის უკანონოდ დარეგისტრირებისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. „აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის …
Continue reading “ტბაში კუნძულის უკანონოდ დარეგისტრირებისთვის ერთი პირი დააკავეს”
საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის …
Continue reading “საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს”
20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. ხოლო, კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი. საგამოძიებო …
Continue reading “20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი”
ბათუმში კაცი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში ქუჩაში კაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ვ.მ. დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დაკავებული 27 წლისაა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა …
Continue reading “ბათუმში კაცი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს”
უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში, ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით 27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა. ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული …
Continue reading “უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს”
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს. ზესტაფონის რაიონული …
Continue reading “ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს”
გურიაში პატრულ-ინსპექტორი კანაფის მოყვანისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების …
Continue reading “გურიაში პატრულ-ინსპექტორი კანაფის მოყვანისთვის დააკავეს”
4 პირი „ქურდული სამყაროს წევრობის“ და „ქურდული საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს. ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია. „გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, …
ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე 75 წლამდე კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე, 75 წლამდე კაცია დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობას გულისხმობს. აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს, შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ქალის ცხედარი სოფლის ტყეში 13 ივლისს, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ქალი …
Continue reading “ტყეში ნაპოვნი ქალის ცხედრის საქმეზე 75 წლამდე კაცი დააკავეს”
საგამოძიებო სამსახური: უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ქედის მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. „საწარმოს ხელმძღვანელმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი“. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 6 წლამდე ვადით …
Continue reading “საგამოძიებო სამსახური: უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი”
ქედაში მუნიციპალური საწარმოს დირექტორი დააკავეს
დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, თაკო გოდერძიშვილის განმარტებით, შპს-ეს დირექტორი, სავარაუდოდ, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით არის დაკავებული. „ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ,“-გვეუბნებიან საგამოძიებო სამსახურში.
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის 12 მაისს ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ასევე ორი პირი გამოკითხა. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს …
Continue reading “ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს”
შსს: თაღლითობის ფაქტზე პოლიციის მაიორი დააკავეს
შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავა. „დაკავება მოხდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას …
Continue reading “შსს: თაღლითობის ფაქტზე პოლიციის მაიორი დააკავეს”
სარფსა და კირნათში საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს ორი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო …
Continue reading “სარფსა და კირნათში საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს ორი პირი დააკავეს”
ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის გამგეა
სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი სასტუმროს საწყობის ადმინისტრატორია. დაკავებულის ახლობლებმა დღეს “ლეოგრანდის” წინ აქცია გამართეს და სასტუმროს მენეჯმენტთან შეხვედრა მოითხოვეს. დაკავებულის მეუღლე თეა ფუტკარაძე “ბათუმელებთან” ამბობს რომ მისი ქმარი “ლეოგრანდში” საწყობის გამგედ მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია უსაფრთხოებასთან. “ჩემი მეუღლე დამნაშავე არაა. სად უსაფრთხოების სამსახური და სად საწყობის გამგე? ვიღაცა ხომ უნდა …
Continue reading “ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი საწყობის გამგეა”
კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
პოლიციამ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ბ.პ., რომელიც ქალაქ გორის მცხოვრებია. ის იმ კლუბის დაცვის თანამშრომელია, რომლის მიმდებარედაც შემთხვევა მოხდა. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მოქალაქე ნ.დ. დანით ორი დღის წინ დაჭრეს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ …
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ
დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …
Continue reading “ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ”
მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …
Continue reading “მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა”
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დაკავებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, „DAF“- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ეს ორი პირი დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის …
Continue reading “საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დაკავებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”
ქობულეთში პოლიციამ ოთხი დამსვენებელი დააკავა
ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით ოთხი ახალგაზრდა პირის საქმეს განიხილავს. 166-ე მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც 100-ლარიან ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაკავებული პირებიდან …
Continue reading “ქობულეთში პოლიციამ ოთხი დამსვენებელი დააკავა “
სამებაში ახალგაზრდა კაცის მკველობაში ბრალდებული დააკავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დღეს, 7 აგვისტოს, პოლიციამ დააკავა. დაკავებული 27 წლისაა და ის ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მკვიდრია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ დაკავებამდე მეზობელ მუნიციპალიტეტში, ახლობლის სახლში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ტაქსით გადაადგილდებოდა. ბრალდებულის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. „ბრალდებული წუხელ, შუაღამით დააკავეს“ – გვითხრეს შსს-ში. მკვლელობა …
Continue reading “სამებაში ახალგაზრდა კაცის მკველობაში ბრალდებული დააკავეს”
36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ …
Continue reading “36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება”
შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა
ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. აქამდე სამართალდამცავ …
Continue reading “ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა”
შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ჰ.გ. დააკავეს. „ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას …
Continue reading “შსს: დაკავებულია ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი”
შსს: ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი დავაკავეთ
ბათუმის აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ლ.კ. დააკავეს. ის ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-2, 155-3 159-3, 242-2, 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ტერორიზმს, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, დივერსიული თავდასხმების განხორციელებას და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ …
Continue reading “შსს: ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი დავაკავეთ”
შსს: ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, …
Continue reading “შსს: ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს”
შსს: პირი რომელმაც თურქეთის მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ამა წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.მ.-ს ჯანმრთელობის …
Continue reading “შსს: პირი რომელმაც თურქეთის მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია”
შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე
ქობულეთში, აჭყვისთავი-ალამბრის შიდა სასოფლო გზაზე, 13 ნოემბერს ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ახლახან გაავრცელა: „შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა …
Continue reading “შსს ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ პირის დაკავებაზე”
დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ
ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. “როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ …
Continue reading “დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ”
შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფი“-ს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს. „დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა. კ.ჩ.-ს ბრალი ედება …
Continue reading “შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა”