ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების რესტავრაცია სრულდება

ბათუმში ყოფილ კათოლიკურ, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფრესკებისა და მოხატულობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია თითქმის დასრულებულია. სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც რესტავრატორმა ბექა კოპაძემ გვითხრა, პანდემიამ სამუშაოები სამი თვით შეაფერხა. რესტავრატორის თქმით, ფრესკებისა და მოხატულობის რესტავრაცია-კონსერვაცია თითქმის დასრულებულია და ახლა კორექტირების პროცესი მიდის. სამუშაოები ამ კვირის ბოლოს დასრულდება და რესტავრატორთა ჯგუფი …

რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ის შეურაცხყო. მაკო ღავთაძის თქმით, საკითხი შეეხებოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე ამტკიცებდა, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის მუშაობა დაიწყო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების …

Exit mobile version