გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 7 თვე იყო პატიმრობაში. გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია. იგი ე.წ. წულუკიანის საგამოძიებოს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. „შემართებით ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი… მინდა, მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ …

გიორგი ვაშაძეს 7 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 24 ივნისს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიუსაჯეს 7-თვიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. გიორგი ვაშაძეც, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის გაასამართლეს. „ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დარწმუნებული …

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია – ვაშაძე

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს რომ გადაუხვიოს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ. შარლ მიშელი ოპოზიციას დღეს, 19 ივლისს შეხვდა ბათუმში. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთეს კომენტარები მედიასთან ოპოზიციის ლიდერებმა. „ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება. საჯარო გამოსვლებში ქართული …

რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში

„შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ბათუმში“ – მოქალაქეებს ამ შინაარსის შეტყობინება „ახალი საქართველოსგან“ მისდით, კონკრეტულად კი პლატფორმიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეთავაზება გულისხმობს ანაზღაურებასაც, კონკრეტულად კი, „სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის რეალურ დროში რეალური პოლიტიკის კეთებასა და სხვადასხვა აქტივობებს სათანადო ანაზღაურებითა და ხელსაყრელი გრაფიკით.“ „ეს არ არის ანაზღაურებადი, პროექტული მიდგომა გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ …

გიორგი ვაშაძე კახა კალაძის განცხადებაზე: მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც აქამდე იყო, ანუ შერეული სისტემით. შესაბამისად, ხელისუფლება არ მიდის არავითარ დათმობაზე, მიუხედავად პიკეტირებული პარლამენტისა. კახა კალაძის განცხადება, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეაფასა, როგორც „არაადეკვატურობა“ და თქვა, რომ: „მათ მოუწევთ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის ჩვენს მხარეს, …

საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილავს

„ჩვენ მოვითხოვთ დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ვაშაძემ, პოლიტიკური პლატფორმის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა. ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს, 16 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნაა  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობა. ეს მუხლი ადგენს მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკს – 65, ქალებისთვის …

Exit mobile version