პირველი პატიმარი, რომელიც გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლით გაასამართლეს – შეფასება

„ზურაბ მენთეშაშვილი პირველი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც შეკრების დროს გზის გადაკეტვის კრიმინალიზების გამო მსჯავრი დაედო… მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპების იმგვარ უგულებელყოფას, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საქმეში მონაწილე პირების სამომავლო პასუხისმგებლობის საფუძველი,“ – სამართლებრივ შეფასებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს, 30 მაისს აქვეყნებს. 2026 …

სარფთან კლდე ჩამოიშალა და მაგისტრალი ჩაიკეტა

სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა: „სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“. ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაგისტრალიდან ლოდების …

ბათუმში 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ

დღეს  ბათუმში პოლიციელებმა აქციის ერთი მონაწილე რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის მცდელობის დროს  დააკავეს. საუბარია საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდნენ, მათ შორის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ადამიანებს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვენ შეხვედრას. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატიდან უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შეხვდებოდნენ, ოღონდ მედიის გარეშე. აჭარის მთავრობის სახლი …

სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველა გადაკეტეს [ვიდეო]

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ოთხი ბრალდებულის ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც  მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყურადღების მისაქცევად მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში 2 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმეს. 2 მარტს რესპუბლიკური …

„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა …

ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია. “შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. …

თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება ხვალიდან 3 კვირით გადაიკეტება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილიდან 3 კვირის განმავლობაში გადაიკეტება თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება – ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ,,ბათუმი ცენტრალამდე“ მონაკვეთი. ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. მილის განახლება ახალი მეთოდით – მილში შიდა გამოკვრის გზით ხორციელდება.    

Exit mobile version