შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. „სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ …

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის …

რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს. „ეს არ არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის …

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის …

Exit mobile version