ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. „ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, …
Tag Archives: გაძევება
რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“
7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს. „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …
როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე
როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
დააკავეს უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის, ბათუმსა და ქობულეთში
უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და თბილისში. შსს-ს მიერ დღეს, 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“ ჩატარდა „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები“ და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტში შევიდნენ. „დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის – კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და …
Continue reading “დააკავეს უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის, ბათუმსა და ქობულეთში”