რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი –  კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ. ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან. ქალბატონო ლუიზა, …

რა იწვევს გულძმარვას და როგორ ვუმკურნალოთ მას – გასტროენტეროლოგის რჩევები

პერიოდული გულძმარვა, ე.წ. იჟოგა საკმაოდ ხშირად აწუხებთ ადამიანებს. უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლიათ. თუმცა გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. რა იწვევს გულძმარვას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში გულძმარვის სიმპტომების გასაქრობად, ექიმი გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე გვესაუბრება. …

„ცხელი ცომეული მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის“ – რა ნიშნები მიუთითებს კუჭის დაავადებებზე

გასტრიტი არ არის ერთი ცალკეული დაავადება, ამ ზოგადი სახელით გარკვეულ მდგომარეობათა ჯგუფს მოიხსენიებენ, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტროენტეროლოგი ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების შემთხვევათა 90%-ში გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, რომელიც უძლებს კუჭის მჟავე ნიადაგს და კუჭის ლორწოვან გარსში ბინადრობს. MayoClinic: გასტრიტის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლისა და …

ცოტა რამ გასტრიტის შესახებ – დააკვირდი საკუთარ თავს და მერე დაგეგმე ვიზიტი ექიმთან

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი იყო მომატებული მჟავიანობა. აზრად არავის მოსვლია კუჭში მიკროორგანიზმები მოეძებნა, რადგანაც მჟავე გარემოში სიცოცხლისუნარიანობა არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს H. Pylori, რომელიც მშვენივრად ადაპტირებს ექსტრემალურ პირობებში. ეს ბაქტერია აღმოაჩინეს 1982 წელს ავსტრიელმა მეცნიერმა V.W Arron და B. Marshall და უწოდეს H.pylori (პილორუსში მცხოვრები სპირალური …

ჰელიკობაქტერიოზი – „ფარული“ ეპიდემია

მოსახლეობის უმრავლესობას  არასერიოზული დამოკიდებულება გააჩნია ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა გასტრიტი. „ეს ყველაფერი ნერვიულობისგან ან არასწორი კვების გამო მაქვს“, – ვამბობთ ხშირად. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაირკვა, რომ ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის ერთ- ერთი  ძირითადი მიზეზია ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორი(H.pylori). ამ აღმოჩენისთვის ექიმებმა – ბარი მარშალმა და რობინ უორენმა ნობელის პრემია მიიღეს. ჰელიკობაქტერიის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა …

Exit mobile version