ირინა ზენიუკი ბელორუსი მხატვარია, განათლებით არქიტექტორი, პროფესიით კი ილუსტრატორი. უყვარს ცხოველები, ბავშვები და საკუთარი საქმე. ირინა ზენიუკის ლურჯი კატების უჩვეულო სერია აუცილებლად მოგეწონებათ და შეგაყვარებთ კატებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქამდე ვერ ეგუებოდით.
Tag Archives: გართობა
როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლი
მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის კონკურსის გამარჯვებული 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად ჟა-ჟა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემა Independent-ი ავრცელებს. ყოველწლიური კონკურსი დაიწყო, როგორც პაროდია სუფთა ჯიშის ძაღლების ტრადიციული კონკურსისა, სადაც ძაღლები უბეწვო სხეულებით, გადმოგდებული ენებითა და უცნაური თვალებით მეპატრონეებთან ერთად გამოვიდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ მსაჯები აფასებდნენ. შეუხედავი ძაღლების მეპატრონეებს საკმაოდ კარგი სტიმული აქვთ, ყოველწლიურად მიიყვანონ …
Continue reading “როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლი”
რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობაზე [ტესტი]
2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ როგორ გახსოვთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.
უტაქტო შეკითხვების რეიტინგი – გამოკითხვის შედეგი
გამოკითხვა – „შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ – batumelebi.ge-ზე 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 25 პროცენტზე მეტმა, 240-მა ადამიანმა სწორედ ხელფასზე დასმული კითხვა მიიჩნია ყველაზე ცუდ შეკითხვად. გამოკითხვაში სულ 948 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უხერხული და უტაქტო შეკითხვების რეიტინგი ასე გადანაწილდა: რამდენი გაქვს ხელფასი? – 240 ხმა როდის თხოვდები? – 136 ხმა ცოტა ხომ არ გასუქდი? …
Continue reading “უტაქტო შეკითხვების რეიტინგი – გამოკითხვის შედეგი”
შეამოწმე, როგორ ხედავ ცისარტყელას ფერებს [ტესტი]
შეავსე ტესტი და გაიგე როგორ გესმის მრავალფეროვანი და სხვადასხვა სექსუალური აღქმის მქონე ადამიანების, იცი რას ნიშნავს პანსექსუალი? ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქროს-დრესერები ტრანსსექსუალებისგან? შეუძლიათ ასექსუალებს სიყვარული? თუ რახან სექსუალურ მიზიდულობას არავის მიმართ გრძნობენ, სიყვარულიც არ შეუძლიათ? კითხვა ბევრია, ისევე, როგორც ცისარტყელას ფერები და ძირითად ფერებს შორის შეუმჩნეველი ათასი სხვა ფერი, რომელიც არსებობს, მაგრამ ძირითად ფერებს …
Continue reading “შეამოწმე, როგორ ხედავ ცისარტყელას ფერებს [ტესტი]”
გამოიცანი მწერალი სასიყვარულო წერილის მიხედვით [ტესტი]
ცნობილი მწერლების წიგნების გარდა მკითხველებს მათი ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ მწერალს ეკუთვნის ესა თუ ის სასიყვარულო წერილი.
შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ [გამოკითხვა]
ყოველდღიურად არა ერთი უსიამო შეკითხვის მოსმენა გვიწევს. ნაცნობი თუ უცნობები ინტერესდებიან პირადი ცხოვრებით, ანაზღაურებით, წონით და ა.შ. ასეთ შეკითხვებს ვერც ბავშვები არიდებენ თავს, როცა მათ სახალხოდ სთხოვენ დაასახელონ, რომელი მშობელი უფრო უყვართ ან ზუსტად რა ნიშნებზე სწავლობენ სკოლაში. თქვენი აზრით, რომელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე არასასურველი შეკითხვა? შეგიძლიათ მონიშნოთ სამი შეკითხვა და აქვე ნახოთ შედეგი, ყველაზე …
Continue reading “შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ [გამოკითხვა]”
რომელი ცხოველის ხასიათი გაქვთ? [გასართობი ტესტი]
სიმამაცე, ამტანობა, სიბრძნე, გონიერება და ყურადღება ადამიანების მსგავსად ცხოველებსაც ახასიათებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ ცხოველს აქვს ხასიათის ისეთივე თვისებები, რაც ადამიანებსაც გვახასიათებს. წყარო: Playbuzz
თამბაქოს რეკლამა და ანტირეკლამა საბჭოთა პოსტერებზე
საბჭოთა პოსტერებზე წააწყდებით როგორც თამბაქოს აკრძალვას, ასევე მისი წარმოების გაზრდისკენ მოწოდებებსა და წახალისებებს. ეს საბჭოთა პოსტერები ძირითადად 1950-80-იან წლებშია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში მრავლად მოიპოვებოდა როგორც თამბაქოს რეკლამა ასევე ანტირეკლამაც, შეუძლებელია შედეგების გაანალიზება რა შედეგები მოჰქონდა რეალურად აკრძალვის პროპაგანდას. ამავე თემაზე: პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის …
Continue reading “თამბაქოს რეკლამა და ანტირეკლამა საბჭოთა პოსტერებზე”
რატომ ეწევი? [ტესტი სიგარეტის მწეველებისთვის]
გიფიქრიათ მიზეზებზე, რატომ ეწევით სიგარეტს? პირველი მაისიდან საქართველოში კაფეებსა და რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მთელ რიგ ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება. იქნებ სიგარეტისათვის თავის დანებებისთვის შესაფერისი დროა? შეავსეთ ეს სახალისო ტესტი.
გამოიცანი სვანური სიტყვები [ტესტი]
სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. სვანურად მოსაუბრეთა რაოდენობა თანდათან იკლებს და ეს ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას.სვანურ ენას სხვადასხვა დიალექტი აქვს: ზემოსვანურს მიეკუთვნება: ბალსზემოური და ბალსქვემოური, ქვემოსვანურს, კი – ლაშხური, ლენტეხური და ჩოლურული. შეავსეთ ტესტი და გამოიცანით, რას ნიშნავს ქვემოთ მოცემული სვანური სიტყვები. მოისმინეთ, როგორ ჟღერს სვანური ენა: მეტი სვანეთის შესახებ „დეცე ლახვრა” …
შეამოწმე, როგორ გახსოვს „ვეფხისტყაოსანი” [ტესტი]
დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული ქართული ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი” შუასაუკუნეებში ანტიქრისტიანულ, სპარსულ პოემად მიიჩნეოდა და ხშირად დევნიდა ეკლესიაც. ჩვენამდე „ვეფხისტყოსნის” 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნია მოღწეული და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. შეავსე ტესტი და შეამოწმე, რა გახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან” ამავე თემაზე: როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი” სკოლაში
გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები
არქიტექტურის ძველი საოცრებები, როგორიც ათენას პართენონი და ლუქსორის სასახლეa ეგვიპტეში, ძველი კულტურების დიდებას გვახსენებენ. თუმცა ძველი არქიტექტურული ძეგლები იმდენადაა განადგურებული, რომ ჭირს წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი თავდაპირველი სახე. ინტერნეტში არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერი იდეის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. Expedia, NeoMam-ი და This is Render-ი ასეთი პლატფორმებია, რომლებზეც მსოფლიო საოცრებების არქიტექტურულ სიძველეებს გიფების საშუალებით დაუბრუნეს თავდაპირველი სახე. …
Continue reading “გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები”
რას ჭამთ სამსახურში? – უპასუხე და გაიგე რას ჭამენ სხვებიც [გამოკითხვა]
კვების რაციონი სოციალური ფონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაჩვენებელია. სწორედ კვება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას დიდწილად. გაინტერესებს ვინ რას მიირთმევს შესვენებაზე? მწვანე ღილაკით ფოტოებზე მონიშნეთ სწრაფი კვების ის პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ, წითლით კი ისინი, რომლებსაც არ სწყალობთ. გამოკითხვის დასასრულს ტესტი გიჩვენებთ სტატისტიკურ შედეგს, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია შესვენებაზე ყოველდღიურად კაფესა და რესტორნებში ჯანსაღად კვება და …
Continue reading “რას ჭამთ სამსახურში? – უპასუხე და გაიგე რას ჭამენ სხვებიც [გამოკითხვა]”
10 ყველაზე რეიტინგული ანიმაციური ფილმი
ათეული მომზადებულია IMDB-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 1. „მოჩვენებების მიერ გატაცებული“ იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ეს სურათი 2001 წელსაა გადაღებული. ფილმი სულების სამყაროში მოხვედრილი გოგონას თავგადასავალზეა, რომელიც ცხოველებად გადაქცეული მშობლების დახსნას ცდილობს. ფილმს 57 ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის: „ოსკარი“ და „ცეზარი“. 2. „კოკო“ ლი ანკრიჩისა და ედრიან მოლინას ანიმაციური ფილმი 2017 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი პატარა …
ქუჩის მოდა ბათუმში [ფოტო]
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის შერჩევას ანდომებს. როგორია ბათუმის ქუჩის მოდა, როგორ აცვიათ ახალგაზრდებს გაზაფხულზე? იცვლება თუ არა ნელ-ნელა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ? ვნახოთ. ლიკა რინკავოი, 27 წლის „საკუთარი სტილი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუხამო, წინდებიც …
რა ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ? [ტესტი]
გაინტერესებთ რომელი ძაღლი შეგეფერებათ? შეავსეთ ტესტი და გაიცანით თქვენი შესაფერისი ოთხფეხა მეგობარი. ტესტი ძაღლის ხასიათის, მოვლის წესების, ტემპერამენტისა და სპეციფიური მახასიათებლების მიხედვითაა შედგენილი. თუ ძაღლი უკვე გყავთ, მას უბრალოდ არ გაუმხილოთ, რომ ტესტს ავსებთ და ახალ მეგობრებს ეძებთ. არ აწყენინოთ.
შენი ფოტო ბრიტანული გამოცემის გვერდზე – Guardian-ი ფოტოკონკურსს აცხადებს
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აცხადებს ყოველკვირეულ ფოტოკონკურსს თემების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს დამწყებ, მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ – ყველას, ვისაც გადაღება უყვარს და მიიჩნევს, რომ საქმე კარგად გამოსდის. კონკურსის ამ კვირის თემაა „სივიწროვე“. ამ კვირის ფოტოკონკურსის მონაწილეებმა „სივიწროვის“ თემაზე უნდა გადაიღონ ფოტო, სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში აღწერონ, სად არის კადრი გადაღებული, სად ჩანს ფოტოზე „სივიწროვის“ თემა, …
Continue reading “შენი ფოტო ბრიტანული გამოცემის გვერდზე – Guardian-ი ფოტოკონკურსს აცხადებს”
ფრაგმენტები სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის ისტორიიდან
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების პარალელურად ამავე პროდუქტის უამრავი რეკლამა მზადდება. ჯიმ ჰეინის ახალ წიგნში „alcohol and tobacco“ ალკოჰოლისა და სიგარეტის რეკლამის 100-წლიანი ისტორიაა ასახული, თუ როგორ იზიდავდნენ ცნობილი და დიდი კომპანიები ერთი საუკუნის განმავლობაში მომხმარებლებს და რა სტრატეგიებს იყენებდნენ „მავნე ჩვევების“ ხელშემწყობი პროდუქტების პოპულარობისთვის. წიგნი ვრცლად ვებგვერდ taschen-ზეა ხელმისაწვდომი. „Marlboro”-ს 1973 წლის ეს …
Continue reading “ფრაგმენტები სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის ისტორიიდან”
ქუჩა-ილუზორული ფოტოგრაფიის გასართობი მოედანი
ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო ფოტოებზე სასურველი ეფექტის მიღებას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით ახერხებს. ბუსკატო ბოლო ოთხი წელია ქუჩის ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძირითადად ილუზორულ კადრებს იღებს, რაც ტექნიკურად ორი სხვადასხვა სიტუაციის დამთხვევითაა შესაძლებელი. ფოტოგრაფს ხანდახან საათობით უწევს ცდა, სანამ საჭირო მომენტს დააფიქსირებს. ბუსკატო ამბობს, რომ შემთხვევითობების ძებნით დიდ სიამოვნებას იღებს. გადაღება მისთვის გართობაა, ქუჩა კი დიდი, …
Continue reading “ქუჩა-ილუზორული ფოტოგრაფიის გასართობი მოედანი”
„ჩაგრული“ ქათმების აღდგენილი ღირსება
რთული დასაჯერებელია, რომ ქათამი ვინმეს პლანეტის ყველაზე ლამაზ ფრინველად მიაჩნია, თუმცა იტალიელი ფოტოგრაფები -მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი სწორედ ასე ფიქრობენ. მათ 100 სხვადასხვა ჯიშის ქათამი გადაიღეს და უზარმაზარ ფოტოალბოში 200 ფრინველის პორტრეტი შეიტანეს. ფოტოგრაფების უცნაურ პროექტს „Chic! Ken“ ჰქვია. მორენო მონტისა და მატეო ტრანჩელინის ფერმერი მეგობარი ჰყავთ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ჯიშის ქათამს უვლის და ამრავლებს. …
შეამოწმე, როგორ გესმის გურულების | ტესტი
გურიაში რომ ჩახვალ, შეძლებ იქაური დიალექტის გაგებას? შეამოწმე, აბა! _____________ მთავარ ფოტოზე: გურული „ქუხნა“ ჩოხატაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო.
უმდიდრესი ქალების მსოფლიო სიაში ჩინელები ლიდერობენ
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებლად გამდიდრებული ქალების მსოფლიო სიაში 50 ქალია, მათ შორის 28 ჩინელი. სიის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდერი ჩჟოუ კუნფია, რომელმაც სმარტფონების ეკრანის დამცავების საწარმოებლად დააარსა კომპანია „Lens Technology“. ფირმის მთავარი კლიენტები არიან კომპანიები „Apple“ და „Samsung“-ი. ჩჟოუ კუნფი $ 9,8 მილიარდის მფლობელია, რაც 7,1 მილიარდ ევროს შეადგენს. ღარიბულ სოფელში …
Continue reading “უმდიდრესი ქალების მსოფლიო სიაში ჩინელები ლიდერობენ”
ცნობილი ქალების შთაგონებით შექმნილი ახალი თოჯინები „ბარბისგან“
„ბარბი” ქალთა დღის აღსანიშნად ცნობილი ქალების მსგავს 17 ახალ თოჯინას დაამზადებს. კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თოჯინების ცოცხალი ასლების მიხედვით დამზადება მათთვის გამოწვევა და საინტერესო სიახლეა. ნამდვილი ქალების შთაგონებით შექმნილი ბარბის ახალი სერიის ყველა თოჯინა ერთმანეთისგან განსხვავებულია და თვითმყოფადი, კომპანიას უნდოდა ეჩვენებინა დამოუკიდებელი ქალების მრავალფეროვანი სახეები, რომლებმაც ბევრ სხვადასხვა სფეროზე მოახდინეს გავლენა. თოჯინებს შორის ნახავთ როგორც …
Continue reading “ცნობილი ქალების შთაგონებით შექმნილი ახალი თოჯინები „ბარბისგან“”
გამოიცანი საჭმელი [ტესტი]
გიყვართ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძების გასინჯვა? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა. მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და შეამოწმე შენი ცოდნა კულინარიაში.
შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]
გესმის აჭარული დიალექტი? შეავსე ტესტი და გაიგე, რომელი სიტყვა იცი და რომელი არა, შეიძლება ბევრი სიტყვა არ იცოდე ზუსტად, მაგრამ ჟღერადობამ მნიშვნელობა გამოგაცნობინოს, დაიწყე! მთავარ ფოტოზე: შოთა გუჯაბიძის ფოტო, გომარდული
ბრაზიანი ჩიტები ფინელი ფოტოგრაფის ობიექტივში
„ბრაზიანი ჩიტები“ მხოლოდ ცნობილი კომპიუტერული თამაშისა და მულტფილმის გმირები არ არიან, როგორც ფოტოების საშუალებით გაირკვა, ჩიტებს გარკვეულ მომენტებში მართლა აქვთ ბრაზიანი გამომეტყველება. ამ დეტალებს ფინელი ფოტოგრაფი, ოსი სარინენი დააკვირდა. ფოტოგრაფი ფინეთში ველურ ბუნებას იღებს. სარინენი ზამთარშიც, -20 გრადუს ყინვაშიც დადის ტყეში ცხოველების გადასაღებად და დიდხანს ელოდება კამერით შესაფერის მომენტებს. იგი მიიჩნევს, რომ ველური ბუნების ფოტოებზე …
Continue reading “ბრაზიანი ჩიტები ფინელი ფოტოგრაფის ობიექტივში”
რა იცი მარიხუანაზე? [ტესტი]
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ბევრ დეტალს გულისხმობს, ზუსტად იცი რა დოზის ტარება როგორ ისჯება? დაშვებულია თუ არა შენახვა-კულტივაცია? რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში? გაეცანი ტესტს და გაიგე რა იცი მარიხუანაზე.
შენ, რა იცი ფაროსანას შესახებ? [ტესტი]
ვნახოთ რა იცი მავნე მწერის, ფაროსანას შესახებ. ტესტში მის ფოტოს ვერსად შეხვდები, მალე გაიღვიძებს და ისეც ხშირად ნახავ ხოლმე აპრილიდან. ამავე თემაზე: ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ? მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება
წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსზე 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს
წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი ბრიტანეთში ყოველ წელს ტარდება, 2018 წლის გამარჯვებულები 14 თებერვალს დააჯილდოვეს. კონკურსში 5000 ფოტოგრაფი მონაწილეობდა, საუკეთესო ფოტოები 11 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი წელს გერმანელ ფოტოგრაფს, ტობიას ფრიდრიხს გადასცეს და ის 2018 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფად დაასახელეს. 2018 წლის საუკეთესო ბრიტანელი წყალქვეშა ფოტოგრაფის ტიტული კი შოტლანდიელ გრანტ ტომასს ერგო. 1. ომის ციკლი …
Continue reading “წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსზე 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს”
საუზმის სამი იდეა ბავშვებისთვის
წყარო: bbcgoodfood
მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან
ქაფშიას, იგივე ხამსას, ძირითადად ზეთში წვავენ და ისე მიირთმევენ, თუმცა, ლაზურ სამზარეულოში ქაფშია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ინგრედიენტი ცალკეული კერძისათვის. ასეთი კერძებია: ქაფშიის მჭადი – ქაფშიონი მჭკიდი და ქაფშიატაღანერი – მწვანილებში შემწვარი ქაფშია. თუ ქაფშია გიყვართ, ეს ორი რეცეპტი მისი სხვა გემოვნური თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მოცემული რეცეპტები ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის პროექტის – „კულტურათა დიალოგის ფესტივალის“ ფარგლებში იქნა …
Continue reading “მჭადისა და ქაფშიას კომბინაცია – ორი რეცეპტი ლაზური სამზარეულოდან”
გამოიცანი სხვისი ხელფასი [არაეთიკური ტესტი]
„რამდენი გაქვს ხელფასი?” – ეს ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური კითხვაა სხვა მრავალს შორის. თუმცა ჩინოვნიკებისა და საჯარო პირების ხელფასი, ვისაც შენ აფინანსებ, საიდუმლო არ არის და თუ ინტერესი გკლავს, ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, სულაც არ ხარ უტაქტო. რამდენი ადამიანის ანაზღაურების გამოცნობა შეგიძლია? ტესტის საშუალებით გაიგე, ვის შეიძლება ჰქონდეს მითითებული ანაზღაურება თვეში და მონიშნე ფოტოებზე სწორი პასუხი. თანხა …
Continue reading “გამოიცანი სხვისი ხელფასი [არაეთიკური ტესტი]”
გამოიცანი საკვები და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი
რამდენად კარგად იცნობ პროდუქტების სტრუქტურას? შეგიძლია იდეალურ, ერთი ზომის კუბებად დაჭრილ პროდუქტებში ლიმონი ფორთოხლისგან გაარჩიო ან დაინახო განსხვავება საქონლისა და ღორის ხორცის კუბებს შორის? მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი. წყარო: www.playbuzz.com ასევე ნახეთ: ეთამაშე მინისტრს – ტესტი
როგორ გამოიგონეს წვიმის ფეხსაცმელი
უამინდობისთვის ბევრს აქვს შინ გადანახული ბოტები. ზღვისპირა, წვიმიანი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ბოტები შეუცვლელი ფეხსაცმელია. მის შექმნას ვულკანიზაციის პროცესს უნდა ვუმადლოდეთ, რომლის შედეგადაც 1839 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა, ჩარლზ გუდიარმა, ელასტიკური კაუჩუკის ტემპერატურული სტაბილიზაციით, გოგირდის დამუშავებითა და გაცხელებით რეზინი მიიღო. ბოტების დასამზადებლად რეზინს აპრიალებენ, ლაქავენ და წყალგამძლეობისთვის ბენზინში გახსნილი კაუჩუკით ამუშავებენ. სოფლებში ბოტები ღირებულ და ძვირფას ფეხსაცმლად მიიჩნეოდა. …
დისნეის სახეცვლილი გმირები
როცა დისნეიზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ ლამაზ, ემოციურ ზღაპრებს, სადაც ბოლოს ყველა ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ მექსიკელი ვიზუალური არტისტი, ხოსე როდოლფო ლოაიზა ონტივეროსი, სხვა თვალით ხედავს ზღაპრების გმირებს. მხატვრის შავი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები მულტფილმების კლასიკური გმირების ტრანსფორმაციას გვაჩვენებს. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. წყარო: boredpanda