კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენაა – დასწრება უფასოა

კვირას, 12 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის გამოფენა გაიმართება. გამოფენა 12 საათზე გაიხსნება და მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა გაიმართება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მხარეს მდებარე შესასვლელთან ახლოს, ზღვისპირა პარკში. მთელი დღის განმავლობაში ბაღში შესვლა უფასო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვითხრეს, ტრადიციულ ხილის გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იქნება ბოტანიკურ ბაღში მოყვანილი სხვადასხვა სახეობის ციტრუსი, …

საქველმოქმედო აქცია უმწეოთათვის პასკებისა და კვერცხების შესაძენად

9 აპრილს, 14:00 საათზე, ქობულეთის მუზეუმის ფოიეში  ასოციაცია “ღირსეული სიბერე” ხელნაკეთი ნივთების წინასააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას გამართავს. გამოფენაზე გაიყიდება ქალთა კლუბის ბენეფიციარების შექმნილი სააღდგომო სუვენირები. აქციაზე შესული თანხით უმწეო ბენეფიციართათვის პასკებსა და კვერცხებს იყიდიან. აქტივობა მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან დემოკრატიის ინსტიტუტი …

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით, ბათუმში, ყინულის სასახლეში,  აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – “Agro Batumi 2016” გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. „Agro Batumi 2016”- ის მონაწილე კომპანიები,  საკუთარ პროდუქციას სამი დღის განმავლობაში გამოიტანენ გამოფენაზე. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და ასევე, შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან. გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO–ს“.

ბოტანიკურ ბაღში 15 სახეობის ბამბუკი გამოიფინება

დღეს 21 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში 15:00 საათზე,  ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.  ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება თხუთმეტი სახეობის ბამბუკი და მისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, რომელთა შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. „ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა კერძები“-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასწრება თავისუფალია (ჩაქვის სალაროს მხრიდან).

Exit mobile version