ბათუმში ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია – სემეკის განმარტება

„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და …

დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებელი იუსტიციის სახლიდანაც მიმართავს – სიახლე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, მომხმარებელს უფლება ექნება დენის, გაზისა და წყლის განაწილების ლიცენზიატებს „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებითაც მიმართოს. სემეკის დადგენილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს კომისია ცალკე განსაზღვრავს. სემეკის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შევა. სწორედ ამ დროიდან, ანუ ნოემბრიდან, მომხმარებლის მიერ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარების შემთხვევაში, იგი განაწილების ლიცენზიატისთვის  …

სოკარ ჯორჯია გაზი: აჭარაში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იგეგმება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით აჭარაში, მათ შორის ბათუმში, საყოფაცხოვრებო აბონენტებს გაზის მიწოდება არ შეუწყდება. „იმისთვის, რომ მოსახლეობის გაზით მომარაგება არ შეფერხებულიყო, დღეს, 17 მაისის დილის 4 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა აჭარაში ყველა მსხვილ გადამხდელს. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რის გამოც ამ დროისთვის აჭარას ბუნებრივი აირი შეზღუდვით მიეწოდება. კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგებათ,“ – გვითხრეს კომპანიაში. …

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …

Exit mobile version