„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს. მათ შორის ერთ-ერთია ეკა ბერიძე, რომელიც სპეციალურ სიაში დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ ხმას ვერ მისცემდა. „მოვიდნენ დილით და აღმოჩნდა, რომ სიაში არის მხოლოდ ჩემი მეუღლე, მე კი …

ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში, ხმა უბანზე მისცა. „უზარმაზარი ნაკადი იყო და რეგისტრატორმა დაუშვა შეცდომა, მოაწერინა ხელი, მაგრამ დაიწერა საჩივარი ამაზე,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე. კითხვაზე, …

ცესკომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრის პროცედურა განსაზღვრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების …

ჩაქვში გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა

ბათუმის ჩაქვის #68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გაბათილდა გადასატანი ყუთის შედეგები. როგორც დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, გადასატან ყუთში ჩაყრილი იყო 25 ბიულეტენი, მაგრამ ხელმოწერების ჟურნალში ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად მხოლოდ პლუსები იყო დასმული, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. გადასატანი ყუთის 25 ბიულეტენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ბათუმის 79-ე ოლქში. „გადასატანი ყუთის სამაგიდო ვერსიაში არ ჰქონდათ ხელმოწერები და გაბათილდა ყუთი. …

Exit mobile version