„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

„ადამიანებს როცა იტაცებენ, ეს ხომ არ არის ნორმა? მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმა…“ – ამას ერგნეთში მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს. იგი არ ეთანხმება მმართველი პოლიტიკური პარტიის მთავარ გზავნილს: ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ მომხდარა და ტერიტორია არ დაგვიკარგავს. ხელისუფლების გზავნილი …

ბახტაძე ოკუპაციაზე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში

დღეს, 21 ივლისს, ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ბერკეტებს ხედავს ის ოკუპაციის შესაჩერებლად და ხომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიურობა ამ საკითხისადმი. „ბორდერიზაცია არის ოკუპაციის შედეგი. აქედან გამომდინარე, ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ჩვენი მხრიდან პრინციპულ მიდგომებს და სწორ და …

„რაც მეტს ილაპარაკებს ვინმე საქართველოდან თუ ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ“

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი:  „რაც მეტს ილაპარაკებს თუ კითხვით ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთთან და მის დღევანდელ ლიდერთან შერიგებაზე და მორიგებაზე საუბარი არის მხოლოდ სისუსტის დემონსტრირება, რომელსაც ის იყენებს …

ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ შეაფასა, რაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბორდერიზაციის შესახებ. საოკუპაციო მავთულხლართების გადმოწევაზე რუსული მხარე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს – პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დრომდე [15:30] არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თხოვნით დღეს …

Exit mobile version