ბზის მოჭრაზე ჯარიმა 500 ლარიდან იწყება – სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონტროლს ამკაცრებს. „ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ …

ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება, ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს, რომ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება. დეპარტამენტის ცნობით, ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას …

ხვალ მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ, მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე

ხვალ, 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც იესო ქრისტეს დიდებით შესვლას უკავშირდება იერუსალიმში. ამავე დღეს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღეს ზეიმობენ. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე. აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება. კანონმდებლობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის …

„მრევლი ეზოში დადგება, ზიარებაც იქნება“ – როგორ გაიმართება ბზობა ბათუმში

„წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად ჩატარდება, მრევლი ეზოში იქნება და დაიცავს ორმეტრიან დისტანციას, ზიარება ტაძრის შესასვლელთან შედგება,“ – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა. იოანე გორელიშვილი მრევლს მოუწოდებს, ქოთანში ჩარგული ბზა მიიტანონ ტაძარში. ჩვენთან საუბრის დროს მან ასევე აღნიშნა, რომ ბზის ტოტების კურთხევაც მოხდება. „წლებია მოვუწოდებთ მრევლს, რომ სახლში გაეზარდათ ბზა ქოთნებში და მოხდება კურთხევის …

ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებენ – ჯარიმა 500-1000 ლარია

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებენ. „ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა“ – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000-მდე ლარია. თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, გამოძიება დაიწყება სისხლის სამართლის მუხლით. სამინისტროს ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად …

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას აღნიშნავენ. მომავალ კვირას, 28 აპრილს კი, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას იზეიმებენ. ბზობა, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი:

ბზობა ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას აღნიშნავენ. მომავალ კვირას კი, 8 აპრილს, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომის დღეს იზეიმებენ.  

ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა

ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ. არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში …

Exit mobile version