დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება სცადა

პირი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე ყაჩაღობის მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შს. სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით დაკავებული 1989 წელს დაბადებული მამაკაცია. მას კიდევ ერთი – 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომლის პირველი …

ბათუმში შეიარაღებული კაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში. თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. „წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა პისტოლეტის მსგავსი იარაღიდან ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე …

16 წლის ოპერატორი, რომელსაც ბანკზე თავდამსხმელმა ესროლა – ვხედავდი, როგორ ამომიღო მიზანში

„არ მიმიტოვებია მაინც გადაღება“, – რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენთან საუბრის დროს ილია ჯიშკარიანმა. ის 16 წლისაა და გუშინ, 21 ოქტომბერს, პირველი ოპერატორი იყო, ვინც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება დაიწყო. ილია ჯიშკარიანს თავდამსხმელმა სავარაუდოდ ორჯერ ესროლა. ილია ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორია. ილია ჯიშკარიანს რომ თავდამსხმელმა ორჯერ დამიზნებით ესროლა, ამის შესახებ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიაც ჰყვება: „…დაინახა ფანჯრიდან, …

Exit mobile version