204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“

„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …

სად რა არის დაგეგმილი „ბათუმობაზე“ [ღონისძიებების განრიგი]

ბათუმის მერია „ბათუმობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს. 2 სექტემბერი ✔12:00 სთ – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის (დრამატული თეატრის უკან) ყვავილებით შემკობა. ✔12:30 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით. ✔12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე. ✔12:45 სთ – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა, ლენტის გაჭრა ღონისძიების თაღთან. …

ბათუმობის ორგანიზებისთვის მერია 179 998 ლარს ხარჯავს – სამზადისი დაიწყო

წელს ბათუმობას კომპანია ფავორიტი ედვერთისმენთი გაუწევს ორგანიზებას. ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოავლინა. ფავორიტი ედვერთისმენთის გარდა ტენდერში კიდევ ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. წელს მერია ბათუმობის დღესასწაულისთვის 210 925 ლარის დახარჯვას აპირებდა. „ფავორიტი ედვერთისმენმა“ ბათუმის მერიას „ბათუმობის“ ორგანიზება 179 998 ლარად შესთავაზა, ეს იყო ყველაზე ნაკლები თანხა, რაც ტენდერში დაფიქსირდა. ბათუმობა ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირას …

ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017

„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2  და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. [highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – …

„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის

ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს. „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის 3 …

Exit mobile version