ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ბათუმის მერიამ სამშენებლო ნებართვის გაცემამდე …
Tag Archives: ბათუმის აეროპორტი
18 ფრანგული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში
დღეს 23 ივნისს ბათუმის აეროპორტში, 18 ფრანგული თვითმფრინავი დაეშვა. მოყვარული ფრანგი მფრინავები საქართველოს გასაცნობად ჩამოვიდნენ. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო“-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ. როგორც ერთ-ერთი მფრინავი ჟან მიშელ კოლინო ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ის პირველად დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ სხვა მფრინავებთან ერთად დაგეგმა ტური საქართველოში. მფრინავები სამხრეთ საფრანგეთიდან არიან. „ჩვენ ვიყავით სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა …
Continue reading “18 ფრანგული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში”
ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
26 მაისიდან Small Planet Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იუწყება, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Small Planet Airlines-ი ლიტვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 2009 წლიდან დაიწყო.