აჭარულ კერძებს ხშირად უცნაური დასახელებები აქვს და მხოლოდ სახელით რთულია მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი, რათა უკეთ გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ვიზუალი გემოს დაუკავშიროთ.
Tag Archives: ბათუმარანი
გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში – ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები
არ აქვს მნიშვნელობა, ტურისტი ხართ თუ ბათუმში ცხოვრობთ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებთ სადმე წასვლას თუ სტუმრებისთვის საინტერესო სივრცის ჩვენება გსურთ – რესტორანი „ბათუმარანი” ნებისმიერ შემთხვევაში მყუდრო, საინტერესო გარემოს გთავაზობთ, სადაც ზოგი მაღალმთიან აჭარასთან დაკავშირებულ საკუთარ ბავშვობას შეხვდება, ზოგიც მისთვის აქამდე უცნობ კუთხეს აღმოაჩენს ამბებად და უგემრიელეს არომატებად. რესტორანში ერთდროულად დაგხვდებათ ეთნოგრაფიული გარემო და აჭარული …
Continue reading “გასტრონომიული თავგადასავალი ბათუმარანში – ნაცნობი და უცნობი აჭარული კერძები”
დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან
ადუღებულ კარაქში ჩამდნარ ყველს ცხელი მჭადის კვერებთან ერთად მიირთმევენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება. ეს აჭარაში განთქმული, სტუმრიანობისა და ოჯახური სადილების პირველი კერძია – ბორანო. მისი მომზადების წესსა და ტრადიციას ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ კერძის მომზადების ავთენტურ რეცეპტს „ბათუმარანის“ დახელოვნებული მზარეული გვთავაზობს: მასალად …
Continue reading “დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან”
ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი
ნავებზე დატვირთული ქვევრებით ღვინის გადაზიდვის პროცესი ისტორიულად შავ ზღვას და ვაზით მდიდარ აჭარის რეგიონს უკავშირდება. ეს ისტორია აჭარას საუკუნეების შემდეგ ისევ ზღვიდან, ბათუმელმა მეზღვაურმა დაუკავშირა. თქვენ ისევ ნახავთ ნავებზე დატვირთულ ქვევრებს, ამჯერად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გორგასლის №111-ში. ეს „ბათუმარანია“ – ბათუმელი მეზღვაურის იდეით დაწყებული სარესტორნო ბიზნესი. ხმაურიანი გარესამყაროდან რესტორანში შესვლისთანავე ქალაქური სიმღერების ფონური მუსიკა სასიამოვნო, …
Continue reading “ეს „ბათუმარანია“ – ოჯახში დამზადებული ღვინისა და გემრიელი კერძების არჩევანი”