ბათუმის მერია: წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი კონცერტები არ გადაიდება

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე დაგეგმილი ყველა კონცერტი წვიმის მიუხედავად მაინც ჩატარდება. ევროპის მოედანზე ჯგუფი Maja & Gabunia (Mzesumzira Records)-ს კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე კი დაგეგმილია გალაკონცერტი, სადაც შემდეგი შემსრულებლები გამოვლენ: ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, ქალთა კამერული გუნდი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, …

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

25 დეკემბერს, 21:00 საათზე,  ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთება. ნაძვის ხის ანთების პარალელურად ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება, სადაც, ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმური ბენდები დაუკრავენ და მოლაპარაკება მიმდინარეობს „სალიოსთან“, იგივე სალომე კორკოტაშვილთან. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფეიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამავე თემაზე:  ბათუმის მთავარი …

კონცერტი ბათუმის ბულვარში

დღეს, 29 დეკემბერს,  18:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდება ბავშვთა სამეჯლისო ცეკვები, ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე და  ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები: „ზღვისპირა ბულვარში მოსულ …

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, …

„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო. „სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც. …

რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

ბათუმის მერია საახალწლო გართობაზე 258 ათას 400 ლარს ხარჯავს. საახალწლო გართობაზე პასუხისმგებელია აიპი „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი,“ რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.  სატენდერო ვალდებულებები სხვადასხვა სახის აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა აქტივობა – „ახალი წელი შენს ეზოში“. პროექტის ფარგლებში განათებული სატვირთო მანქანა დღის განმავლობაში სამ ეზოში შედის და უბნის ბავშვებისთვის ანიმატორები წარმოდგენებს მართავენ. თითოეულ ბავშვს ერთ ჰელიუმის ბუშტსა და …

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ.  მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი,  Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry  filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი. 29 …

Exit mobile version