ბათუმის უნივერსალურ სპორტკომპლექსში დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება მიმდინარეობს

უნივერსალური სპორტული კომპლექსი ბათუმში თვისობრივად ახალი, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა და სპორტის 12 სახეობას აერთიანებს. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია. 3400 მაყურებელზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა, მაღალი დონის ფუნქციური, ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სამედიცინო მოცემულობა იძლევა შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ როგორც ადგილობრივი – ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. ამჟამად სპორტული დარბაზებისა და …

ზურაბ პატარაძე სპორტული კომპლექსის მშენებლობას გაეცნო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინა-ბეტონით საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის …

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, …

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობაზე 66,5-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ შედგა. შპს „სტადიონმა“ 66,5-მილიონიანი ტენდერი 2017 წლის 18 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი დღეს, 11 აგვისტოს, გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება. პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 …

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. „სტადიონმა“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცალკე ტენდერია გამოცხადებული უშუალოდ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც, სადაც სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 9 …

66,5 მილიონი ლარი ბათუმის ახალი სპორტსკოლისთვის – მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა 66 574 430 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“. „ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

Exit mobile version