10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ

ზაფხული დასრულდა და შემოდგომის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, …

თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები

თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში ერთხელ დადიან, დილის 8-დან საღამოს 4-5 საათამდე. მგზავრობა ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი.  გზად გაივლით ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ულამაზეს გზას, …

როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა – ტურისტული გზამკვლევი

ზღვისპირა ქალაქები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ქობულეთში ის ადამიანები არჩევენ დასვენებას, ვისაც სურს ყველაფერი ძალიან ახლოს ჰქონდეს: ზღვა, ბუნგალოები, სასტუმრო და გასართობი ადგილები. ვნახოთ, როგორია ქობულეთში ზაფხულის დღეები. წავედით.               ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე მართალია ცოტათი მოიღრუბლა, მაგრამ ქობულეთის ქვიშიან პლაჟზე ასეთ ამინდშიც კი ნახავთ ზღვაში მობანავე დამსვენებლებს. …

ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის

მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური დანიშნულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. ბათუმიდან XII-XIII საუკუნის ციხემდე 90 კილომეტრი სამანქანო გზის დაძლევა ნამდვილად ღირს. სანაცვლოდ გზად სამოთხეს გადიხართ: ამწვანებულ მთებზე შეფენილ ხისსახლებიან სოფლებს, გვირილების ვრცელ მდელოებს, მწყემსებსა და ვიწრო ბილიკებს, …

რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია. ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო. …

აჭარის ყველა ფერი

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც  ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი. თუ უფრო მეტი გინდა გაიგო, წაიკითხე სტატია – იპოვე შენი ფერი აჭარაში.  გაზაფხულის ფერები ზაფხულის ფერები  შემოდგომის ფერები ზამთრის ფერები    დატკბი მოგზაურობის …

Exit mobile version