28 ბავშვი აჭარიდან ნახიჩევანში გაივლის ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს

აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის [აზერბაიჯანი] მხარდაჭერით, 28 ბავშვი ნახიჩევანის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა. ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. „ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ-კურორტული მკურნალობას გაივლიან. ბათუმიდან მათ მშობლებთან ერთად ექიმიც მიჰყვება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით,” – აღნიშნავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე. აჭარის …

„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

ნანული სურმანიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ქედის სოფელ აგარიდან. მას ბრონქული ასთმის დიაგნოზი აქვს. ნანული გვიყვება, რომ სუნთქვისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამი წელია, რაც ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამით ფინანსდება, მაგრამ აქედან ბოლო წელია მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მოახერხა სამი თვის მარაგის აღება, რადგან თითქმის ერთი წელია აფთიაქებში ამ მედიკამენტის  დეფიციტია. „მე ამ მედიკამენტს 12 …

ბათუმში რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.  მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მეცნიერები ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. საერთაშორისო კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური …

Exit mobile version