კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭომ 13 მარტს მიიღო. კინოთეატრი „აპოლო“ 1910 წელს სწორედ ამ შენობაში გაიხსნა და მისი პირვანდელი სახელწოდებაც „აპოლო“  იყო. ისტორიულ შენობას არამარტო ძველი სახელი, არამედ პირვანდელი იერსახეც 2011 წელს დაუბრუნდა, როცა განახლებულ შენობაში კინოთეატრი ისევ გაიხსნა. „აპოლო“ ერთ-ერთია იმ შენობებს …

კოტე ანანიაშვილი: აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ წესრიგის დაცვისკენ – ვითარება აპოლოსთან

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა, რომელიც ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ იმყოფება, მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის. დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმის აპოლოში აჩვენებენ რეჟისორ ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“. კოტე ანანიაშვილის თქმით, „საპოლიციო ძალები კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  განლაგებული არიან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მართლწესრიგის დაცვისაკენ. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონის …

„აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა

„აპოლოში“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დასრულდა. მაყურებელს გარეთ აქციის მონაწილეები აღარ დახვედრია. „აპოლოს“ შენობასთან მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებიც ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს, 8 ნოემბერს, სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. ბათუმში, …

ბათუმში “აპოლოსთან” მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართება. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს. ამ წუთებში [23:00] ფილმის ჩვენების პარალელურად მიმდინარეობს აქცია. …

ბათუმის „აპოლოში“ ფილმის ჩვენება დაიწყო

ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიწყო. კინოთეატრთან ისევ რჩებიან ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა. დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში იმართება პრემიერა რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში …

კინოთეატრში შემსვლელებს პიროტექნიკა ესროლეს – ბათუმის აპოლო

კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს სავარაუდოდ პიროტექნიკა ესროლეს. ისმოდა მცირე აფეთქების ხმა. ამ დროისთვის [21:35] „აპოლოსთან“ ხმაურია . აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებლების მისამართით კვერცხებსაც ისვრიან. დღეს ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის რამდენიმე კინოთეატრში რეჟისორ ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა იმართება ფილმის ჩაშლას აგრესიული ჯგუფები ცდილობენ. აჭარის პოლიციის უფროსი: ჩვენ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“… კინოთეატრ აპოლოსთან [ფოტო]

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ უკვე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებიც ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. კინოს ჩვენება დღეს, საღამოს ათზეა დაგეგმილი. ფილმს აჩვენებენ 9 და 10 ნოემბერსაც. სამივე სეანსზე ყველა ბილეთი გაყიდულია. „პოლიცია დაიცავს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მაქსიმალურად დაცული იყოს მართლწესრიგი. …

დღეს აპოლოში “არაჩვეულებრივი გამოფენა” იხსნება

დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იხსნება გამოფენა სახელწოდებით “ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ . ეს იქნება ბათუმში გადაღებული ფილმების პერმანენტული ექსპოზიცია კინოთეატრის სივრცეში. “აპოლო” ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილ მოვლენებს გადაურჩა და რესტავრაციის შემდეგ ფუნქციონირება განაგრძო. “დღეს გაიხსნება ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ბათუმში გადაღებული ფილმების შესახებ ფოტოგამოფენას.  იხსნება ასევე მედიათეკა, …

პრემიერა კინო „აპოლოში“ – ქართული ფილმი თვითმფრინავის ბიჭებზე

დღეს, 20 აპრილს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ქართული ფილმის, „მძევლების“ პრემიერა შედგება. ფილმს საფუძვლად უდევს  1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავი, საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ, თუმცა ფილმი არ წარმოადგენს მოვლენის რეკონსტრუქციას. „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა წელს, თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. „მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. მისი ბიუჯეტი 2 მლნ. დოლარამდეა. „მძევლების“ რეჟისორია რეზო …

ყოველ ოთხშაბათს – ბილეთები 5 ლარად ბათუმის “აპოლოში“

ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. „ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი. მისი თქმით …

Exit mobile version