სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტში 30 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმეტესობა ადგილობრივი მერიების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან. დღეს, 9 მარტს, საგანგებო ბრიფინგი გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ და 12 მუნიციპალიტეტში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უცვლელად გთავაზობთ სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უწყების მიერ ბრალის ფორმულირებას. ახმეტა „ახმეტის …
Tag Archives: ანტიკორუფციული სააგენტო
203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი. რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს …
Continue reading “203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში”
ჩვილის გაყიდვის ბრალდებით მშობლები დააკავეს
ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ ბავშვის გაყიდვა განიზრახეს. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან …
Continue reading “ჩვილის გაყიდვის ბრალდებით მშობლები დააკავეს”
ანტიკორუფციულმა ბიზნესმენი 2012 წლის ტენდერისთვის დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მიხედვით, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტ. გზის [კმ1+000-კმ18+660] მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გზების დეპარტამენტსა და კომპანია „ტ და გ“-ს შორის 2012 …
Continue reading “ანტიკორუფციულმა ბიზნესმენი 2012 წლის ტენდერისთვის დააკავა”
სუს: აღსრულების პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე შალვა თ. დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს …
Continue reading “სუს: აღსრულების პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს”
აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის …
საგამოძიებო სამსახური აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებს იკვლევს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო პერიოდში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებული დოკუმენტები გაითხოვა. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა აუქციონის წესით გასხვისებული კიდევ ერთი ქონებით. ამ თემაზე სამინისტროში კითხვებს არ პასუხობენ. „საგამოძიებო სამსახურს ჰკითხეთ“, – გვითხრეს უწყებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები აქვს ბათუმში, მემედ აბაშიძის #40-ში …
Continue reading “საგამოძიებო სამსახური აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებულ ქონებებს იკვლევს”
სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ
ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მინდია რომანაძემ გაიმარჯვა. მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის სტრუქტურული ერთეულია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპზე კომისიამ მხოლოდ ორი კონკურსანტი გადაიყვანა – მინდია რომანაძე და გიორგი ლილუაშვილი. „მაგრამ გიორგი ლილუაშვილი გასაუბრებაზე აღარ მოვიდა. ჩვენთვის უცნობია, რატომ …
Continue reading “სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ”
მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …
Continue reading “მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა”