სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე. სააგენტოს განცხადების საფუძველი გახდა ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი, რომელიც გუშინ, 27 იანვარს, დადასტურდა. სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული …