შეზღუდვები ქობულეთის წყალმომარაგებაში

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში,  ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

მერია: ბათუმის რიგ უბნებს სასმელი წყალი ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის. „ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარაში ამინდი 14 ოქტომბერს გაუარესდა. …

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე. …

დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს, რის გამოც 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ?ლერმონტოვის ქუჩას – გორგასალიდან ჭავჭავაძემდე; ?ჰ. აბაშიძის ქუჩას – ფარნავაზ მეფიდან ჭავჭავაძემდე; ?ს. ხიმშიაშვილის ქუჩას – ჭავჭავაძიდან პუშკინამდე; ?ფარნავაზ მეფის ქუჩას – 26 მაისიდან სელიმ ხიმშიაშვილამდე; ?ფალიაშვილის ქუჩას. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის …

შეზღუდვები ქობულეთის სასმელი წყლით მომარაგებაში

მეორე დღეა ქობულეთში წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. წყლის ცენტრალური მილი,  შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, გუშინ დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგება რუსთაველის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით,  დაზიანებული მილების აღსადგენად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მობილური ჯგუფები. შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე …

„ბათუმის წყალი“: წყალმომარაგება ღამის 12 საათისთვის აღდგება

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, „წყლის მაგისტრალური 110 მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანების გამო, სასმელი წყლის მიწოდება ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს და ფერაძის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდა“. სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდულია ასევე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მამია კომახიძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას მელიქიშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე. კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგება ღამის 12:00 საათისთვის აღდგება.

Exit mobile version