75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა. „თქვენ იმიტომ თანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ …

ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხელი მოწერილი დახვდა

ენმ-ს ინფორმაციით, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა. ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, სხვა ამომრჩეველს შეეშალა გრაფა და სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რეგისტრატორი შეცდომას აღიარებს. „ბიძაშვილები არიან, სახეზე ჰგავს და შემეშალა“. მომხდართან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, საჩივარი უკვე დაიწერა. „ბათუმელები“ …

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი …

გიორგი კირთაძე დაკარგულ ბიულეტენებზე

ბათუმის #69 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა უბნებზე ბიულეტენების დაკარგვის შესახებ დღეს, 18 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი კირთაძის ინფორმაციით #69 საარჩევნო ოლქის 38 უბანზე 777 ბიულეტენი დაიკარგა: „მაგალითად, პირველ უბანში, მივიდა 612 ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში 18 ბიულეტენით ნაკლებია, როცა ყველა ხმა შედგა… ჩვენ მივმართეთ საჩივრით საუბნო საარჩევნო კომისიასაც, …

Exit mobile version