პოლიციის სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს -GCRT აქციის მონაწილეების ცემაზე

ერთად წამების წინააღმდეგ კონსორციუმი [GCRT] რომელიც აერთიანებს წამების წინააღმდეგ მებრძოლ ექვს წამყვან ორგანიზაციას საერთაშორისო დონეზე, ავრცელებს განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ქალაქებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეჩერებული. საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა …

ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა. იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი. ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან? პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში …

Exit mobile version