ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე. „ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო …
Tag Archives: შპს „სტადიონი“
როდის დაიწყება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტი უეფას სტანდარტებს შეესაბამება, ამაზე დასტური შპს „სტადიონმა“ ფეხბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა მიაწოდა. გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით: „არსებული რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ სტადიონის პროექტზე სამშენებლო ნებართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, რადგან უნდა აშენდეს მეხუთე კლასის შენობა. ამ დროისთვის უკვე …
Continue reading “როდის დაიწყება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?”
„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს
შპს „სტადიონს“, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჰქომდა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანია ორი პრეტენდენტიდან ერთის ტექნიკურ ზედამხედველად შერჩევის ეტაპზეა. ზედამხედველობა „სტადიონს“ შემდეგმა კომპანიებმა შესთავაზა: „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 1,740 მილიონ ლარად, „სონდერს გრუპ“ – 1,590 მილიონად და „Ady Sharristh Engineering Ltd“ – 1,589 მილიონ …
Continue reading “„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს”
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა
ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება 22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღეს გამარჯვებულად დაასახელა, თუმცა კომისიას ამ კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაცია შესწავლილი არ ჰქონდა. ამისთვის კომისიას 5 სამუშაო დღე აქვს, რაც პირველი ეტაპია ხელშეკრულების დადებამდე.
შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად
სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი – სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.