საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან.  ფრენები განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე. 16 მარტიდან …

ჩაქვსა და მახინჯაურში მომხმარებლებს წყალმომარაგება საღამომდე შეეზღუდებათ

ბათუმის წყლის ონფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს ჩაქვის და მახინჯაურის ტერიტორიაზე. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს წყალმომარაგება 21:00 საათამდე აღუდგებათ.

როდის აღდგება წყალმომარაგება სერგი მესხის ქუჩაზე

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე წყალმომარაგების მილის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო აბონენტებს ამ ქუჩაზე წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდებათ. წყლის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, 18:00 სთ-ზე აღდგება.

წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების მილი დაზიანდა. მათივე ცნობით, დაზიანების შესაკეთებლად დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ამავე თემაზე: შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში შეზღუდვები „ბონი-გოროდოკის“ წყალმომარაგებაში

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა წყალმომარაგების მილი. რის გამოც ტარდებას სარემონტო სამუშო და ბონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 14:30 საათიდან, 16:00 საათამდე, შეეზღუდება წყალმომარაგება.

ვის შეუწყდება წყლის მიწოდება ხვალ ბათუმში

დადიანის ქუჩაზე, ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების მიზნით, „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი კომპანია ტექნიკური სამუშაოების შესრულებას გეგმავს. ამის გამო ხვალ, 27 მარტს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. „ბათუმის წყლის“ განმარტებით,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს. აბონენტებს სამუშაოებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება …

RS: თურქეთში გასამგზავრებლად დროებით ისარგებლეთ საბაჟო გამშვები პუნქტებით „ვალე“ და „კარწახი“ 

22 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“  ფუნქციონირების შეჩერების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 22 მარტს,  08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით. 22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  საბაჟო …

შეზღუდვები ქობულეთის წყალმომარაგებაში

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში,  ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

შეზღუდვები ბათუმის ენერგომომარაგებაში

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, 03:00-დან 06:00 საათამდე, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ბათუმში, კერძოდ 2570 აბონენტს – მაიაკოვსკის, თაბუკაშვილის და წერეთლის ქუჩებზე. ასევე ფერიის და სალიბაურის დასახლებებში.   იმავე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 516 აბონენტს გონიოსა და კვარიათშიც.

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ხვალ,  28 აპრილს, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5890 აბონენტს ბათუმის მიმდებარე სოფლებში: ორთაბათუმში, ყოროლისთავში, აგარაში, დაბა მახინჯაურსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ენერგო პროს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 7 აპრილს აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, კერძოდ: 11:00-დან 18 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში გორგილაძისა და მახარაძის ქუჩების კვეთაში მცხოვრებ 600-მდე აბონენტს. ასევე 1:00-დან 15:00 საათამდე ლექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1172 აბონენტს შემდეგ დასახლებებში: მეჯინისწყალი, თოდოგაური, ინჯალო და მიმდებარე სოფლებში.

Exit mobile version