„მზიურის“ მყიდველს ვალდებულების შესრულება არ დაუწყია – ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გაიტანეს

მახინჯაურში „მზიურის“ ტერიტორია 2016 წელს გაყიდა აჭარის მთავრობამ. მყიდველს აქ 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ტერიტორიაზე არავითარი სამუშაოები არ დაუწყიათ. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები სწორედ ამ ტერიტორიიდან გაჰქონდათ. ყოფილ პანსიონატ „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდა, „დაიწყოს …

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …

მახინჯაურში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. როგორც ადგილობრივებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, აქ გაყავთ გზა ტიტას ხემდე, რომელიც ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში უნდა გადაიტანოს. ამ გადასატან ხემდე გზის მისაყვანად კი რამდენიმე მრავალწლოვანი ნაძვის ხის მოჭრა გახდება აუცილებელი. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები, რომლებიც მოიჭრა არ იყო ჯანმრთელი, თუმცა, არც იმ კომპანიის სახელი გვითხრეს, რომელიც სამუშაოებს …

Exit mobile version