მცენარეული ცხიმი სულგუნსა და იმერულში, ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს ბათუმშიც

მცენარეული ცხიმის შემადგენლობა რძის პროდუქტების 96 ნიმუშიდან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მცენარეული ცხიმის შემცველობა დაფიქსირდა სულგუნში, იმერულ ყველში, ქარხნულ ყველში, არაჟანში, ხაჭოსა და მაწონშიც. ეს იმ რვა ობიექტის ჩამონათვალია, სადაც დარღვევა დაფიქსირდა: ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 15 დღე); ი.მ (ბოლნისი, სოფ. …

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველზე კონტროლს იწყებს – დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე. სააგენტომ თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შეამოწმა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს. სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. „ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, …

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი

ყველაფერი, რაც რძისა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანიდან შემოსული ე.წ. შეკუმშული რძის ლაბორატორიული შესწავლა დაიწყო. სააგენტოს განმარტებით, ნიმუში შემოწმდება სხვადასხვა, მათ შორის, მცენარეული ცხიმის შემცველობასა და სანიტარულ მაჩვენებელზე. ამ საკითხზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, სიტუაციის გამწვავება კი ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია. პოსტში ირანული …

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება ნატურალური რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ეს ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით: „ცვლილების განხორციელება …

ყველის განახლებული სექცია ბათუმის ბაზარში [ფოტო]

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექციის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. დღეს სექციაში ყველი მხოლოდ დახლ-მაცივრებიდან იყიდება. ყველის სექციის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“.

Exit mobile version