10 მაისი გადამფრენი ფრინველების საერთაშორისო დღეა

10 მაისი გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღეა. გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც გადამფრენი ფრინველების და მათი ადგილსამყოფელის შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან აიკრძალა. ნადირობა მხოლოდ აგვისტოს შემდეგ იქნება ნებადართული. აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც. სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი,  „აღმოსავლეთ შავი ზღვის …

ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან. ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა  და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, …

მილიონი ფრინველი ბათუმის ცაზე

სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ …

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი დაიწყო

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ, ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის …

Exit mobile version