დემოკრატიის ინსტიტუტი 1188 ყოფილ პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარა – NGO-ს 3 წლის შედეგი

29 ნოემბერს რედისონ ბლუ ბათუმში ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების“ მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები ჩართულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან: აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელო – ზემო სვანეთიდან. პროექტის მრავალფეროვანი სერვისებით  ჯამში 1188 …

ვიცი, ეს ხალხი როგორი დათრგუნულიცაა – ფიზიკოსი, რომელიც ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

,,ფუტკრები მყავდა, ათი სკა. ვმეგობრობდით მე და ეს ფუტკრები. მერე დამიჭირეს. ციხიდან რომ გამოვედი, აღარ დამხვდნენ, გაფრენილან. იყო სოფლის მეურნეობის პროგრამა, დავწერე პროექტი და არ დამიფინანსეს. დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, ანძების თითქმის 90 % ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო კომპანიაში …

ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და …

ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

თუ სახლს ერთგან კარგად დაალაგებს, რეკომენდაციით მერე სხვაგანაც დაუძახებენ, რომ იქაც დაალაგოს. მცირე თანხას უხდიან, მაგრამ მაინც. როცა შინ ბრუნდება საკერავ მანქანას მიუჯდება და შეკვეთილ სამოსს კერავს ან გადააკეთებს ხოლმე. ყველაფერი უნდა აკეთოს რაც შეუძლია, სხვა გამოსავალი არ აქვს: შინ ხუთნი არიან და ერთიც პატიმარი, რომელსაც უნდა ეპატრონოს, სანამ ციხეშია. ასეთია პატიმრის ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრება. …

Exit mobile version