სათამაშო ბიზნესის დამოკიდებულ პირთა სიაში 20 369 პირია შეყვანილი – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით – 20 315 განაცხადი. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია …

სარფის საბაჟოზე 41 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო შემოჰქონდათ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 326,55 გრამი) გამოვლინდა. „არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 41 998,35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, …

ბათუმის აეროპორტში მოქალაქე 47 377 ლარის ოქროს მალულად შემოტანას ცდილობდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს. სამსახურის ცნობით, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გამოვლინდა. „განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა …

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან ამოქმედდება. პირებმა,  რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს …

ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანისთვის 4 მოქალაქე დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ნინოწმინდა“ და „წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა სარფში და წითელ ხიდზე. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა. ნინოწმინდაში კი მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, …

სარფის საბაჟოზე 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული საქონელი საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში. კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის არსებობა დადასტურდა და ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ________ ფოტო: unsplash

1000-ლარიანი ჯარიმა არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის სარფის საბაჟოზე

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 16-20 აგვისტოს, წითელი ხიდისა და სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6720 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, …

7 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 552 ფაქტი გამოვლინდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 1-7 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 552 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, შემოწმდა 4 021 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 128 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების …

რა დარღვევები გამოავლინეს ბათუმის ღამის კლუბებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27 მაისს განხორციელებული კონტროლის შედეგად, ბათუმში მდებარე ღამის კლუბებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბათუმში, აბდულლაჰ აქგიულის ღამის კლუბში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელი და  საკვები შეიძინეს და ჯამურად 100 აშშ დოლარი და 150 ლარი გადაიხადეს. „საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის …

სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2-11 აპრილს სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7,080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი …

ათასი ლარი ჯარიმა საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“,  ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. შემთხვევები 1-2 აპრილს მოხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ …

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. „საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს თ.მ.-სა და ე.მ.-ს, აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შემოსავლების სამსახურის …

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით,  13-16 დეკემბერს, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (20 ამპულა და 43 აბი) და ფსიქოტროპული (245 აბი და 2 …

Exit mobile version