სოციალური მეწარმეობის ფესტივალი ბათუმში

17 სექტემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოში მოქმედ ყველა სოციალურ საწარმოს აერთიანებს. ფესტივალზე გაიყიდება სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული ხელნაკეთი პროდუქცია – სუვენირები, სათამაშოები და საოჯახო ნივთები. ფესტივალი დევიზით „შეაგროვე სიხარული“ თბილისში ხვალ, 8 სექტემბერს მზიურის ტერიტორიაზე გაიხსნება და შემდეგ სიღნაღში, ქუთაისში და ფოთში გადაინაცვლებს. ბოლოს კი ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება. …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება

7 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე მოეწყობა ადგილობრივი  წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გასინჯონ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები, გაეცნონ ამ კერძების მომზადების რეცეპტებს და მონაწილეობა მიიღონ კერძების მომზადების მასტერკლასებში. ფესტივალის მონაწილეები არიან: ქალაქ ბათუმის აკვარიუმი (დეკორატიული თევზები), ბათუმის თევზის ბაზარი (ზღვის პროდუქტები), კოლეჯები „ახალი …

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს. კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. …

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება [ფოტო]

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება. ამავე თემაზე: ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება

6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს.  სპექტაკლი  საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ივნისში ჩატარდება

ფესტივალის – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ბათუმში ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან წელს 8 399 ლარს დახარჯავს. სწორედ ეს თანხა დაასახელა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში შპს „კრეატივ-ჯგუფმა“. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ფესტივალი ბათუმში 8-9 ივნისს ჩატარდება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „კრეატივ-ჯგუფს“ ხელშეკრულების გაფორმება უკვე შესთავაზა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ამ …

Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

24, 25 და 26 აპრილს, თბილისის ზღვაზე, ღია ცის ქვეშ, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2015 გაიმართება. ფესტივალი ახალგაზრდებს შორის მშვიდობას და მეგობრობას ეძღვნება, ამიტომ იგი უკვე მეოთხე წელია ძალადობის საწინააღმდეგო აქციის სახესაც ატარებს და იმართება ლოზუნგის ქვეშ – ”არა ძალადობას!”

Exit mobile version