აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“. აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის …
Tag Archives: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი
რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …
ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი
აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი მკვეთრად არის შემცირებულ “, …
ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
აზიური ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი აჭარაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც ახლოს არის გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან. გავრცელების კერებია ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები, აეროპორტის დასახლება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ მავნებელი, რომელთან ბრძოლაც აჭარის ტერიტორიაზე დაწყებულია, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. შეწამვლის ღონისძიებები რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო …
როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97
დღეს, 13 აპრილს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა აჭარაში მუშაობა დაიწყო. რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ადგილზე გიორგი მახარაძე უხელმძღვანელებს, დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შტაბში იქნებიან სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვისა და სატყეო სააგენტოდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურიდან. „შტაბი აღიჭურვა ინტერნეტტექნოლოგიებითა და 2 000 ცალი სპეციალური, …
Continue reading “როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97”