სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი მძღოლებს – „ნებართვის გაცემა უხარვეზოდ მიმდინარეობს“

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მძღოლების ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვებს, რომლის მიღებასაც მძღოლები და გადამზიდავები ვერ ახერხებენ. ნებართვების გაცემა  17 იანვარს დაიწყო. მძღოლები, რომლებიც „ბათუმელებს“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ასობით ზარის განხორციელების მიუხედავად, ვერ მოახერხეს სააგენტოსთან დაკავშირება და ნებართვის მისაღებად საჭირო წინასწარი რეგისტრაციის გავლა. „ბათუმელებმა“ სტატია ამ თემაზე 24 იანვარს …

შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ 

„შეიძლება ვთქვათ, რომ მძღოლები გაჩერებულები არიან. აქციის ჩატარებაც იგეგმება“, – უთხრა „ბათუმელებს“ საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა, ანზორ დავითაძემ. მან დაადასტურა კიდევ ერთი მძღოლის ინფორმაცია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ცხელ ხაზზე არავინ პასუხობს და სწორედ ამის გამო, მძღოლები „ცუდ დღეში ჩაცვივდნენ“. ტრაილერის მძღოლის, ანზორ დავითაძის თქმით, მძღოლები საპროტესტო …

„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

„აქ არიან მძღოლები, რომლებიც რეისში იყვნენ. ზოგი ერთი თვეც კი აქაა. აქ არც აბაზანაა, ვერც დაიძინებ სადმე, ისეც ტრაილერში უნდა იძინო,“ – გვიყვება ბათუმელი რომან ძნელაძე. ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ის მძღოლები ითხოვენ საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, რომლებიც ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ სატვირთო ავტომანქანებით და ბათუმში რამდენიმე დღით, განბაჟების პროცედურების დასრულებამდე, უწევთ გაჩერება. „…საკვები შემოაქვთ, კი, ძირითადად, …

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით  გაიზარდა

საქართველოს რკინიგზა 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს გადაზიდული ტვირთი თითქმის 1 მილიონი ტონით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ხოლო ტვირთის გადაზიდვით 2019 წელში მიღებული შემოსავალი, თითქმის 67 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მლნ ლარით გაიზარდა

 2019 წლის  6 თვის მონაცმებით,  „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული  შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8  მლნ ლარით (14%)-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა  საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ …

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად. ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, …

Exit mobile version