ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების …
Tag Archives: ტერა ბანკი
ტერაბანკის მომხმარებლებისთვის Google Pay™-ით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია
ტერაბანკი ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემით, Google Pay-ით სარგებლობას სთავაზობს. Google Wallet™ ციფრული საფულეა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში უსაფრთხოდ შეინახონ საკუთარი ბარათები, ბილეთები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და სხვა. შემდეგ კი სწრაფად და მარტივად, მხოლოდ ტელეფონით მიიღონ წვდომა მათზე და ერთი დაწკაპებით, საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ყველგან, სადაც Google Pay ხელმისაწვდომია. Google Pay-ით …
Continue reading “ტერაბანკის მომხმარებლებისთვის Google Pay™-ით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია”
+1% — ტერაბანკმა ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო
ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალი აქცია დაიწყო. აქციის პირობების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ვადიანი ტიპის ანაბარს 31 დეკემბრამდე გახსნის, პროდუქტით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაზრდილ სარგებელს — დამატებით 1%-ს მიიღებს. აქცია ვრცელდება ლარის, დოლარისა და ევროს ყველა ვადიანი ტიპის დეპოზიტზე, ნებისმიერ პირობასა და ვადაზე. მასში ჩართვის მსურველებისთვის ერთადერთ აუცილებელ პირობას ანაბრის 31 დეკემბრამდე …
Continue reading “+1% — ტერაბანკმა ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო”
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის განვითარების ახალი შესაძლებლობები წარუდგინა
ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა იმ ბიზნესკლიენტებთან გაიმართა, რომელთა საქმიანობებიც ძირითადად დედაქალაქშია თავმოყრილი. მონაწილეები სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებს, ახალ შესაძლებლობებსა და შეთავაზებებს გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს წამოწყებებზე გაკეთდა. მათ შორის იყო გირაოს საგარანტიო პროგრამა, ბიზნეს უნივერსალი, შეღავათიანი აგროსესხი და რეგიონების განვითარების საპილოტე …
ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის, მისი მხარდამჭერი ინიციატივებისა და შედეგების შესახებ 2021 წლის წარმატებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის მიმართულებით პოზიტიური ზრდა აჩვენა. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გასულ წელს განხორციელებული ინიციატივებიც დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. 2021 წელს ტერაბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაჩვენებელი გაიზარდა, საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი …
Continue reading “ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს”
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში – ტერაბანკის ახალი ინიციატივა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნესკლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, ფეისბუქზე ონლაინმაღაზია შექმნა. ფეისბუქ მაღაზიაში ტერაბანკის 100 ბიზნესკლიენტის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია თუ მომსახურებაა თავმოყრილი. ონლაინპლატფორმის დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს ჩამონათვალი, შეარჩიოს კომპანია და, სურვილის შემთხვევაში, თავად დაუკავშირდეს მას. ინოვაციური და ამავდროულად ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი …
Continue reading “100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში – ტერაბანკის ახალი ინიციატივა”
დანერგე მომავალი – ახალი შეღავათიანი აგრო სესხი ტერაბანკისგან
ტერაბანკი პირებს, რომლებსაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება და ამ მიზნით ფინანსების მოძიება სურთ, შეღავათიან აგროსესხს სთავაზობს. ახალი პროდუქტი ტერაბანკმა სოფლის განვითარების სააგენტოს აგრო საგრანტო პროგრამის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შექმნა. პროგრამის პირობების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგებს შეიძენენ, სააგენტოსგან 70-80%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. დარჩენილ 20-30%-ს კი ტერაბანკი მათ შეღავათიანი აგრო სესხით დაუფინანსებს. აღსანიშნავია, …
Continue reading “დანერგე მომავალი – ახალი შეღავათიანი აგრო სესხი ტერაბანკისგან”
ტერაბანკის სწრაფი ფულადი გზავნილები რობოტიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიით განხორციელდება
ტერაბანკმა ბიზნესპროცესებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და რობოტიზაციის გამოყენება საქართველოში პირველმა დაიწყო. ბანკში ციფრული რობოტების დანერგვა BDO Digital-თან პარტნიორობით განხორციელდა და პირველ ეტაპზე ისინი სწრაფ ფულად გზავნილებში ინტეგრირდა. ამჟამად რობოტიზაციის დახმარებით 9 ფულადი გზავნილი ხორციელდება: ტრანზაქციებსა და მათ ავტორიზაციას მთლიანად რობოტები ახორციელებენ, ტერაბანკის თანამშრომლები კი მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში ერთვებიან. ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, …
იპოთეკური სესხების აქცია ტერაბანკისგან
ტერაბანკი მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხების ახალ აქციასა და განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას იწყებს. პირველი ნოემბრიდან იმ პირებისთვის, რომლებიც საბანკო პროდუქტით აქციის ფარგლებში ისარგებლებენ, საპროცენტო განაკვეთი ლარში 11%-დან, ეფექტური კი 12.7%-დან იწყება. ამას გარდა, მათზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდიც გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მომხმარებლები არც ძირითად თანხას გადაიხდიან და არც – პროცენტს. იპოთეკური სესხების …
მრავალფეროვანი სატარიფო პაკეტები ბიზნესისთვის ტერაბანკისგან
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობს და მათ სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მოსახერხებელი, შეღავათიანი პირობებით მიღების საშუალებას აძლევს. სულ ბიზნესკლიენტებისთვის 4 სატარიფო პაკეტი მოქმედებს. 3 მათგანი განსხვავებული ღირებულებისა და დანიშნულების საბანკო პროდუქტსა თუ მომსახურებას აერთიანებს და მათი გააქტიურება ნებისმიერი იურიდიული პირისთვისაა შესაძლებელი. 1 სატარიფო პაკეტი კი კონკრეტულად ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული სტარტეპებისთვისაა განკუთვნილი. სატარიფო პაკეტი პრაქტიკულად …
Continue reading “მრავალფეროვანი სატარიფო პაკეტები ბიზნესისთვის ტერაბანკისგან”
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება. სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე …
Continue reading “ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო”
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი ტერაბანკისგან
მომხმარებლებს ტერაბანკში უკვე სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღება შეუძლიათ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს, ბანკი აქტიურად ჩაერთო. პროგრამის პირობების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებსაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, ბავშვი 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შეეძინებათ, ან შვილად აიყვანენ მას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ. სესხის აღება შესაძლებელია როგორც დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ ან ასაშენებელ …
Continue reading “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი ტერაბანკისგან”
ტერაბანკის შეღავათიანი სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
ტერაბანკი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მონაწილეებისთვის შეღავათიანი ბიზნესსესხების შეთავაზებას იწყებს. შეთავაზება ექსპორტისა და იმპორტის ჩანაცვლების საგრანტო თანადაფინანსებაზე ვრცელდება, რომელიც სააგენტომ 1 სექტემბრიდან წამოიწყო. ინიციატივის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ კომპანიებს, რომლებიც ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნესსესხით ისარგებლებენ, გირაოში 60%-მდე თანამონაწილეობას სთავაზობს. ამას გარდა, პროგრამაში ჩართული პირები სააგენტოსგან სესხის მთლიან პერიოდში მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილობრივ სუბსიდირებასაც მიიღებენ. შეთავაზება 300-მდე ბიზნესმიმართულებისთვისაა …
Continue reading “ტერაბანკის შეღავათიანი სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის”
შეღავათიანი აგრო სესხი აგრო ტექნიკისთვის ტერაბანკისგან
ამიერიდან დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ტერაბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტით შეეძლებათ. ბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო და მასში მონაწილე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აგრო კრედიტით სარგებლობას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მსურველებს გრანტის სახით თანხის 30%-35%-ს გამოუყოფს, დანარჩენილ ნაწილს ტერაბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტით დააფინანსებს, ამ თანხის წლიური პროცენტის 8%-ს კი …
Continue reading “შეღავათიანი აგრო სესხი აგრო ტექნიკისთვის ტერაბანკისგან”
სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია ტერაბანკისგან
ტერაბანკი მსურველებს დაინტერესებულ პირებს სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებს განსაკუთრებული პირობებით სთავაზობს. სპეციალური აქცია 16 აგვისტოს დაიწყო და მის ფარგლებში მომხმარებლები სესხებზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ, რას იმას ნიშნავს, რომ ისინი სესხის პროცენტისა და ძირის გადასახადისგან თავისუფლები იქნებიან. აქცია განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს დააინტერესებთ, რომლებსაც რამდენიმე მცირე სესხის, მინიკრედიტისა თუ განვადების გაერთიანება ან …
Continue reading “სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია ტერაბანკისგან”
ტერა ავტო სესხი 45 წუთში — ავტო სესხი ტერაბანკისგან
ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ, მარტივ ავტო სესხს — ტერა ავტოს სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილი მათთვის, ვისაც მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის ან მსხვილი სატრანსპორტო საშუალების შესაძენად თანხა ესაჭიროება. ამას გარდა, სესხის აღებას შეძლებენ ის მსურველებიც, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს უკვე ფლობენ. ტერა ავტოს მსურველი 45 წუთში მიიღებს. მინიმალური ოდენობა 1,000 ლარია, მაქსიმალური კი – 100,000 ლარი. აღსანიშნავია, რომ სესხის …
Continue reading “ტერა ავტო სესხი 45 წუთში — ავტო სესხი ტერაბანკისგან”
ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია
ტერაბანკმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. ბანკის პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსი სწორედ იმ ინიციატივებს ეძღვნებოდა, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID-19-თან საბრძოლველად განახორციელეს. გამარჯვებული პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული …
Continue reading “ტერაბანკი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებულია”
ტერაბანკის მარტივი ონლაინგანვადება და აქცია vendoo.ge-ზე
ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100 -ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ტერაბანკის ონლაინგანვადებით 8 კილოგრამამდე შეძენილ ნივთს მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მიიღებს. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პანდემიის პირობებში ონლაინშოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული ტრენდია. ამავდროულად, …
Continue reading “ტერაბანკის მარტივი ონლაინგანვადება და აქცია vendoo.ge-ზე”
მარტივი სამომხმარებლო სესხი კურიერებისთვის — ტერაბანკის ახალი პროდუქტი
ტერაბანკს ბაზარზე კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოაქვს და მარტივ სამომხმარებლო სესხს ამჯერად კურიერებს სთავაზობს. შეთავაზების მიხედვით, კურიერებს საშუალება აქვთ, ტერაბანკში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მიიღონ. თანაც, პროდუქტი არა მარტო ფილიალში, არამედ დისტანციურადაც — ტერაბანკის ვებგვერდის (www.terabank.ge), ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის დახმარებით მოითხოვონ. „კურიერების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, ჩვენი მარტივი …
Continue reading “მარტივი სამომხმარებლო სესხი კურიერებისთვის — ტერაბანკის ახალი პროდუქტი”
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა. კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესს უძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმში საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის …
Continue reading “ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად”
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით — ტერაბანკის ახალი აქცია
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს. სპეციალური პირობების მიხედვით, მომხმარებლები აქციის ფარგლებში დამტკიცებულ სესხზე 3 თვის განმავლობაში სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. ისინი არც სესხის პროცენტს გადაიხდიან და არც – ძირს. აქცია მოქმედებს ახალი სესხის აღების დროს, ტერაბანკის როგორც არსებული, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სესხის მოთხოვნა სრულად დისტანციურადაა შესაძლებელი. არსებული კლიენტები …
Continue reading “სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით — ტერაბანკის ახალი აქცია”
ტერაბანკის სტუდენტური სესხი – საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის
ტერაბანკი გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს. საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტი მსურველებს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, ფულადი რესურსის არქონის შემთხვევაში განათლება თავად დაიფინანსონ, სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ, ეს პერიოდი კი მთლიანად დასაქმებისთვის გამოიყენონ. ტერაბანკის მიერ შეთავაზებული დაფინანსების მოდელის უპრეცედენტო პირობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 60 თვემდე ვადით გრძელდება, სწავლის პერიოდთან ერთად დამატებით 12 …
Continue reading “ტერაბანკის სტუდენტური სესხი – საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის”
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება …
სესხის მოთხოვნა დისტანციურად – ახალი სერვისი ტერაბანკისგან
ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდს www.terabank.ge -ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, …
Continue reading “სესხის მოთხოვნა დისტანციურად – ახალი სერვისი ტერაბანკისგან”
მრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან
ტერაბანკი დისტანციური მომსახურებების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებს ფილიალებში მისვლის გარეშე სულ უფრო მეტი პროდუქტით სარგებლობას სთავაზობს. სერვისების მიღება სასურველი ადგილიდან, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს კომფორტსაც უქმნის და დროის რესურსსაც უზოგავს. მსურველებს დისტანციურად შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ: სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება და სესხის დისტანციურად აღება, დეპოზიტის გახსნა, ინტერნეტ და მობაილ ბანკის გააქტიურება, ბარათის შეკვეთა, …
Continue reading “მრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან”
აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით
ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს. ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს. აქცია ვრცელდება როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანაბრებზე. კერძოდ, დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარზე მომხმარებელს 4,05% (ეფექტური3.97%), ხოლო ლარის ვადიან ანაბარზე კი 11,3% (ეფექტური10.72%) სარგებელი …
Continue reading “აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით “
ტერაბანკის ახალი სესხი თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის
ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს. ამიერიდან ბანკის ახალი სესხით 5 სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მომხმარებლები ისარგებლებენ. მათ შორის არიან: სტომატოლოგები, სტილისტები, მკერავები, ტაქსის მძღოლები და ძიძები. ამ პროფესიების წარმომადგენლები სესხს გამარტივებული პირობებით მიიღებენ. თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა და დაინტერესებულ პირებს როგორც სამომხმარებლო, ისე იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლიათ. „ემიგრანტებსა და რეპეტიტორებს წელს ჩვენ უკვე შევთავაზეთ …
Continue reading “ტერაბანკის ახალი სესხი თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის”
საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხებზე – აქცია ტერაბანკისგან
იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი, რომელიც იპოთეკურ სესხს ტერაბანკში აიღებს ან იგივე პროდუქტით სხვა ბანკიდან გადმოპორტირდება, დაბალი საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებს. კერძოდ, სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი — 9,99%, ეფექტური კი — 11,91%-ია. აღსანიშნავია, რომ აქციის პირობების მიხედვით, მათთვის 3-თვიანი საშეღავათო პერიოდიც მოქმედებს. „ეს მართლაც …
Continue reading “საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხებზე – აქცია ტერაბანკისგან”
ტერაბანკი გზავნილების აქცია-გათამაშებას იწყებს
დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც ტერაბანკის გზავნილების მომსახურებით ისარგებლებენ, ახალ აქცია – გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვებიან და სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ. აქციის პარალელურად მიმდინარეობს გათამაშებაც. წესების მიხედვით, 1 გზავნილით მომხმარებელი 1 ქულას იღებს, ყოველი გაგზავნილი ან მიღებული 500 ერთეული კი დამატებით 1 ქულაა. გამარჯვებულები ისინი გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. პირველი ადგილის მფლობელს 2020 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილს …
Continue reading “ტერაბანკი გზავნილების აქცია-გათამაშებას იწყებს”
ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ტერაბანკი ინიციატივას #spendyoursummeringeorgia უერთდება
ტერაბანკი წლევანდელი ზაფხულის აქტუალურ თემას – ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეხმაურება და ახალი კამპანიით „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. კამპანიის ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ტერაბანკის ფილიალები თბილისსა თუ რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს შეითავსებენ. თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლს შეასრულებენ. პარალელურად, ტერაბანკის ფილიალებში გათავსდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ …
გამარტივებული იპოთეკური სესხი – ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი
მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, ტერაბანკი ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება. სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია …
Continue reading “გამარტივებული იპოთეკური სესხი – ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი”
ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან
მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ. სიახლე ტერაბანკის ორ პროდუქტზე — ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იგი პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელსაც ამჟამად მომხმარებლებს ქართულ საბანკო სივრცეში მხოლოდ ტერაბანკი სთავაზობს. ახალი პირობების შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სხვა ბანკში გახსნილი დეპოზიტით …
Continue reading “ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან”
განსაკუთრებული პირობები იპოთეკურ სესხებზე ტერაბანკისგან
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს. ახალი პირობების მიხედვით, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში, ისინი 6-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ და მის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებენ. ახალი პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს პირდაპირ ტერაბანკში აიღებენ და ასევე მათ, ვინც ამ პროდუქტით სხვა ბანკიდან …
Continue reading “განსაკუთრებული პირობები იპოთეკურ სესხებზე ტერაბანკისგან”
სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს …
Continue reading “სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა”
ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს
ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ. მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ. როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას უმეტესწილად უძრავი ქონების შეძენის მიზნით აგროვებენ. თუმცა, შემოსავალს ისინი ძირითადად ხელზე იღებენ, …
Continue reading “ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს”
ბათუმში ტერაბანკის „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა
გუშინ, 12 ივლისს, ბათუმში „ტერაბანკის“ ახალი ფილიალი „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „ტერაბანკის“ მენეჯმენტი, ბიზნესკლიენტები, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. საზეიმო ლენტი „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გაჭრეს. მიწვეულ სტუმრებს თეა ლორთქიფანიძემ მიმართა: „18 წელია ჩვენი ბანკი ბაზარზეა, შარშან რებრენდინგი განვახორციელეთ შევცვალეთ ბანკის სახელი, ფილიალების …
Continue reading “ბათუმში ტერაბანკის „ჩემი ფინანსური სახლი“ გაიხსნა”