ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღებში 25 სპეცმასწავლებელი იმუშავებს 

ბათუმის ბაღების გაერთიანება სპეცმასწავლებლებს აიყვანს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები ბათუმის 25 საბავშვო ბაღში იმუშავებენ.   მისივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში 115 სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელია. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სწორედ სპეცმასწავლებლების დამატებისთვისაა გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროეტში ნამატის სახით აისახა და „უკვე დასაქმებული აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდა …

სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები 20 პროცენტით გაზრდილ ხელფასს ვერც ოქტომბერში აიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განათლების მინისტრმა 27 აგვისტოს განაცხადა. განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 30 სექტემბერსაც, უთხრეს, რომ მინისტრის ბრძანება უკვე შევიდა ძალაში და სპეცმასწავლებლები გაზრდილ ხელფასს ოქტომბრიდან მიიღებენ, თუმცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საპირისპიროს აცხადებენ. …

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები

ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, …

Exit mobile version