სპეციალური მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები გადაიდო

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიცვალა სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ვადები. ბრძანების მიხედვით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს „არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ვერ …

სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ივნისში ჩააბარებენ – სამინისტრო

პრაქტიკოს სპეციალურ  მასწავლებლებს უფლება ეძლევათ საგნობრივი კომპეტენცია 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაადასტურონ – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება. როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება …

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან დანამატს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით. დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე. ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად: ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით; ორი სპეციალური …

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ …

სასწავლო ტური რეგიონში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის

რეგიონებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის 12-18 მაისის ჩათვლით თბილისში სასწავლო ტური ჩატარდება. „ტურის ფარგლებში სპეციალურ მასწავლებლებს შეეძლებათ გაეცნონ წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკას, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები“- წერს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. შეირჩევა 30 სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც განაწილდებიან თბილისის …

Exit mobile version