„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება

21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. „მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე! მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და …

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – ვიდეო

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/ # GE76TB7548536080100013 #GE06BG0000000609779465

Exit mobile version